11 სექტემბერი, 2014
მშობიარობა ყველასგან შორს, სრულიად მარტო - როგორ მშობიარობდნენ ხევსური ქალები
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მშობიარობის სხვადასხვაგვარი ტრადიცია არსებობს. საქართველოშიც ტრადიციებით ბევრი ცხოვრებისეული მოვლენაა დახუნძლული.

თითოეულ კუთხეში განსაკუთრებულია ქორწინების, დღესასწაულების, შვილების აღზრდის თუ სხვა წეს-ჩვეულებები. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი კი ხევსურეთში არსებული ზოგიერთი ტრადიციაა.

განსაკუთრებულად ქალის მშობიარობის. ცნობილია, რომ ხევსური ქალები სრულიად მარტო მშობიარობდნენ.

ხევსურული ადათის მიხედვით, მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეეძლო სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახდნენ. მშობიარეს წინასწარ შეჰქონდა ქოხში საჭირო ჭურჭელი, ტანსაცმელი, საჭმელი.

როცა მუცელი ასტკივდებოდა, უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებდა,
შემდეგ კი მას აღარავინ ეკარებოდა და თავად უძღვებოდა ყველაფერს.

მშობიარე საწოლს გამართავდა, თავქვეშ ხანჯალს დაიდებდა, რომ მავნე არ გაკარებოდა. ბავშვს ჭიპლარსაც თვითონ მოსჭრიდა დუქარდით.

"რაც უნდა მძიმე მშობიარე იყოს, ხევსური ქალი არ დაიკვნესებს, ეს ქალისათვის სირცხვილია", - ჰყვებიან ძველი ხევსურები.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS