10 სექტემბერი, 2014
10 განსხვავება ჭკვიან და ბრძენ ცოლს შორის
1. ჭკვიანი ცოლი ქმრის შეცდომას უცებ აღმოაჩენს და შეახსენებს, რომ ამის შესახებ ბევრჯერ გააფრთხილა.
ბრძენი ცოლი პირველ რიგში დახმარებას და გამოსავალს შესთავაზებს. ზოგჯერ შეიძლება არც შეიმჩნიოს ქმრის მარცხი.

2. ჭკვიანი ქალი გაჭირვების ჟამს მართვის სადავეებს ხელში აიღებს და ქმარსაც ასწავლის, როგორ იცხოვროს სწორად.
ბრძენი ქალი კი ტაქტიანად უჩვენებს მიმართულებას და დაეხმარება, თავად მივიდეს მიზნამდე.

3. ჭკვიანი დედა აუცილებლად ასწავლის შვილებს მათემატიკას.
ბრძენი კი ყოველ მათგანში პიროვნებას აღმოაჩენს.

4. ჭკვიანი ქალი სამსახურში ცდილობს, საუკეთესო იყოს და
შეცდომები არ დაუშვას. კოლეგები მას პატივს სცემენ.
ბრძენი ქალი კოლექტივში მოსიყვარულე და თბილ ატმოსფეროს შექმნის.

5. ჭკვიანი ქალი აკონტროლებს, რა ხდება მისი ზრდასრული შვილების ცხოვრებაში, აძლევს რჩევებს, რეკომენდაციებს. ასწავლის, როგორ აღზარდონ შვილები.
ბრძენი დედის ხელში შვილები თავად იღებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, დედისგან კი ყოველთვის აქვთ მხარდაჭერის იმედი.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS