09 სექტემბერი, 2014
დაიღალეთ დედობით? - როგორ დავაღწიოთ თავი დიასახლისის დეპრესიას
შეიძლება თუ არა, რომ საკუთარმა შვილებმა დაგღალონ? რა თქმა უნდა, შეიძლება. თანაც მნიშვნელობა არ აქვს, ერთი შვილი გყავთ, სამი თუ ტყუპი. ზოგჯერ დედა დაღლილობას სამშობიაროდან დაბრუნებისთანავე უჩივის.

დიდი შანსია, რომ ეს ჩვეულებრივი დაღლილობა თანდათან დეპრესიაში გადაიზარდოს. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს დაძაბულობა ცვლის, თანდათან ბავშვის მოვლა სიამოვნებას აღარ განიჭებთ, არც სახლში ფუსფუსი მოგწონთ.

ამ დროს ქალებს აგრესიულობა, უძილობა, ან პირიქით, ძილიანობა და მოთენთილობა აღენიშნებათ. აღიზიანებთ ნებისმიერი რჩევა და შენიშვნა,
რომელსაც ნათესავები უხვად იძლევიან.

ახალგაზრდა დედა გრძნობს, რომ დასვენება სჭირდება, მაგრამ როგორ გინდა წამოწვე, როცა ჭურჭელი დასარეცხია, საჭმელი მოსამზადებელი და ბავშვის ზეწრები გასარეცხი?

დეპრესია გამოცდილ დედებსაც ემუქრებათ. როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, დედა უკვე მექანიკურ შრომაზეა გადასული, დღეები ერთმანეთს ჰგავს. დედას ეჩვენება, რომ ცხოვრება მხოლოდ რუხი დღეებისგან, მოვალეობებისგან, საშინაო საქმეებისგან შედგება. ხალისიანი დღეები კი მხოლოდ სერიალებიდან მოჩანს.

არც არის გასაკვირი, რომ 24 საათის განმავლობაში "დედად" მუშაობის შემდეგ ქალს სურვილი უჩნდება, საკუთარი თავისთვისაც გამონახოს დრო. თუ დედამ მოდუნება და ემოციურად დასვენება ვერ შეძლო, თანდათან ირთვება მექანიზმი, რომელსაც დეპრესია მოჰყვება.

იხილეთ სრულად...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS