08 სექტემბერი, 2014
ჰუნზას ტომის საიდუმლო – ყველაზე ჯანმრთელი და დღეგრძელი ხალხი
ლეგენდის თანახმად, აქ ალექსანდრე მაკედონელის არმიის ჯარისკაცთა ჯგუფმა დააარსა ჯუჯა სახელმწიფო
ამ ადგილს "ახალგაზრდობის ოაზისს" უწოდებენ. ჰუნზას მდინარის (ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარი) შემოგარენში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე, მცხოვრებთა საშუალო ხანგრძლივობა 110-120 წელია. ისინი თითქმის არასდროს ავადმყოფობენ და სულ ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
მეცნიერები, ტურისტები თუ ჩვეულებრივი ცნობისმოყვარე ადამიანები გაოცებას ვერ მალავენ და გამუდმებით ეძებენ საიდუმლოს, რომელიც ამ ხალხს მსოფლიოს ყველა სხვა ხალხისგან გამოარჩევს. გამოდის, ამქვეყნად არსებობს ცხოვრების წესი, იდეალურთან მიახლოებული, რომელიც ადამიანებს თავს ჯანმრთელად, ბედნიერად და
მარად ახალგაზრდულად აგრძნობინებს. ეს ხალხი იმითაც აოცებს დანარჩენ საზოგადოებას, რომ გარეგნულადაც კი განსხვავებულია უშუალო მეზობლებისგან, უფრო ევროპელებს ჰგვანან.

ლეგენდის თანახმად, აქ ალექსანდრე მაკედონელის არმიის ჯარისკაცთა ჯგუფმა დააარსა ჯუჯა სახელმწიფო, ინდოეთის ლაშქრობის დროს. აქ მცხოვრები ხალხი ინდოევროპელები არიან და პაკისტანს ექვემდებარებიან. გარემო ისეთივე ლამაზია, როგორც მისი მცხოვრებნი. მათუ უმრავლესობა მიწაზე მუშაობს – მათ შორის, 100 წლის მოხუცებიც კი, ლაშქრობებში დადიან, ერთობიან, მუდამ მხიარულები, მეგობრულები, სტუმართმოყვარენი არიან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრ პირობებში ცხოვრობენ.
მათი საცხოვრებელი პატარა ქვის უფანჯრო სახლებია, რომლებსაც მხოლოდ საკვამური აქვს. შინაური საქონელიც კი ამ სახლში ჰყავთ, ოღონდ მათთვის გადაღობილია ადგილი. სავსებით სავარაუდოა, რომ ასეთ სიმჭიდროვეში ისინი უფრო თბილადაც გრძნობენ თავს – სახლებს სულაც არ ათბობენ, ეგ კი არა, ცივი წყლით ბანაობენ. თუმცა ამ ქვის სახლებშიც კი მხოლოდ ზამთრის 2-3 თვეს ატარებენ, დანარჩენ დროს სუფთა გაერზე არიან, იქვე სძინავთ, ჭამენ და აჩენენ შვილებს.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS