02 სექტემბერი, 2014
რა უნდა უთხრას ყველა დედამ და მამამ თავის შვილს
1. შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ

დაე იცოდეს, რომ ჭუჭყიანი ჭურჭელი და ელექტრონულ ფოსტაზე მოსული გზავნილი მოიცდის. უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ის ყველაზე მთავარია.

2. მენატრებოდი

20 წუთითაც თუ შორდებით ერთმანეთს, გადაეხვიეთ და ისე შეეგებეთ. აგრძნობინეთ, რამდენად ძლიერ მიისწრაფით მასთან სიახლოვისკენ.

3. ეს არასწორი იყო

უთხარით, როცა შეცდომას ჩაიდენს. დაეხმარეთ, გამოასწოროს, სწორი მიმართულება მიეცით. შეახსენეთ ხოლმე, რომ გიყვართ ის თავისი შეცდომებიანად.

4. ყველაფერი სწორად გააკეთე

თუ მართებული საქციელი ჩაიდინა, უნდა უჩვენოთ, რომ ამაყობთ მისით. თუ
წააქეზებთ და წაახალისებთ, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ჩაიდენს კარგ ქმედებებს.

5. შენ განსაკუთრებული ხარ

აჩვენეთ, როგორი სხვანაირი და განსაკუთრებულია. დაანახეთ თავისი გამორჩეული ხასიათის თვისებები, ასწავლეთ, სხვების ხასიათშიც გაერკვან. ეს სასარგებლო უნარია, რისთვისაც მომავალში მადლობას გეტყვით.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS