20 აგვისტო, 2014
სად ვიპოვოთ მომავალი ქმარი – იდეალური რჩევები ქალბატონებს
ყურადღებით გაეცანით მასალებს, რომლებშიც აღწერილია სექსუალური პოზები და ჟესტები სანამ საქმროს ძებნას შეუდგებოდეთ, კარგი იქნება, თვალი გადაავლოთ სპეციალისტთა მიერ რეკომენდებულ პუნქტებს:

1) მოაწყვეთ გენერალური დასუფთავება პირად ცხოვრებაში, იმის გასარკვევად, თუ რამდენ დროს კარგავთ თქვენთვის სრულიად ''გამოუსადეგარ'' მამაკაცებზე.

2) გააანალიზეთ საკუთარი მოთხოვნები იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეთ, როგორი ადამიანი გჭირდებათ.

3) დარწმუნდით, რომ შუბლზე არ გაწერიათ ''მე სასწრაფოდ მჭირდება ქმარი'' და შეხვედრიდან 5 ან თუნდაც 30 წუთის შემდეგ ქორწილზე ფიქრს ნუ დაიწყებთ.

4) დაისახეთ ისეთი ამოცანა, რომლის რეალიზება მამაკაცზე არ იქნება დამოკიდებული
- ასე მაინცდამაინც გათხოვებაზე არ ''ჩაიციკლებით''.

5) ყურადღებით გაეცანით მასალებს, რომლებშიც აღწერილია სექსუალური პოზები და ჟესტები, ასევე ფლირტის ხელოვნება. მყიდველი არასოდეს შეაღებს მაღაზიის კარს, რომელსაც აწერია ''დაკეტილია''.

6) იმუშავეთ საკუთარ თავზე - მამაკაციც უნდა დაინტერესდეს თქვენით.

მაშ ასე, აი, იმ ადგილების რეიტინგი, სადაც ყველაზე დიდი შანსია, მომავალ ქმარს შეხვდეთ და გაიცნოთ.

1. ნაცნობ-მეგობრების წრე
2. ინტერნეტი
3. სასწავლო დაწესებულებები
4. სამსახური
5. ფიტნეს-კლუბები
6. სხვისი ქორწილი
7. აეროპორტი
8. ბილიარდისა და ბოულინგის კლუბები
9. ინტერნეტთამაშები
10. ღამის კლუბები და მსგავსი დაწესებულებები
11. გზებზე შექმნილი საცობები
12. სხვადასხვა ღონისძიება.

აქვე შეგახსენებთ ადგილებს, რომლებზეც არ ღირს დიდი იმედების დამყარება:

1. ავტოსალონები
2. ორგანიზებული საექსკურსიო ტურები (მართალია, ასეთ ტურებში ბევრ მარტოხელას შეხვდებით, მაგრამ… ქალებს)
3. კაზინო და იპოდრომი.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანანა
არ დაიჯეროთ!ჩემი ქმრისნაირებს გადაეყრებით მანდ.ყველას რომ ატყუებს მიყვარხარო და სახლში სამი შვილი და ცოლი ელოდება :(
15:28 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS