21-ე საუკუნეში თითქოს ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან არსებობს უამრავი აეროზოლი, დენში შესაერთებელი აპარატები, რომელიც კოღოს აფრთხობს და ასევე ძალიან პოპულარული ფანჯრის დამცავი ბადეები, რომელიც ხელს უშლის კოღოს სახლში შემოღწევისგან.
თუმცა თუ არცერთი არ გაგაჩნიათ და არც ყიდვის საშუალება გაქვთ, ან აგარაკზე ხართ და უბრალოდ დაგავიწყდათ, გთავაზობთ ძალიან
თუ აგარაკზე ხართ და არანაირი დამცვაი საშუალება არ გაგაჩნიათ, ჩათვალეთ რომ იმ ღამით ძილი არ გიწერიათ, ამიტომ ეს მეთოდი გამოიყენეთ. ეზოში, სახლთან ახლოს დაანტეთ პატარა კოცონი და ცეცხლში ჩაყარეთ ნაძვისა და ფიჭვის გირჩები. ეს სუნი მწერებს არ მოსწონს და ახლოს აღარ გაგეკარებიან.
არსებობს კიდევ რამდენიმე საშუალება, იმ ოთახში სადაც გძინავთ, მაგიდაზე დადეთ პომიდორის ჩითილები, კაკლის, ანწლის ან ევკლაიპტის ფოთლები და იმ ღამეს თქვენ მშვიდად დაიძინებთ.
კესო ლაღიძე