სექსის შესახებ თითქოს ბევრი რამ დაწერილა გამოცდილებაც თითქოს ყველას აქვს, მაგრამ არის ზოგიერთი მომენტი, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს.
დავიწყოთ პაემნით. პირველ რიგში უნდა შექმნათ სწორი გარემო. ატმოსფეროს სექსუალურობა უნდა შეძინოთ. უცილებელია მუსიკა, განათება და შამპანიური ან
ერთი შეხედვით სასიამოვნო კავშირს საუბარი არ სჭირდება, მაგრამ გაჩუმებაც არ შეიძლება. მთავარია, არ შეგრცხვეთ სექსზე საუბარი, ამ შემთხვევაში ადგილი არ ექნება არანაირ გაუგებრობას. საყვარელი ადამიანი ხომ ყოველთვის ყველაფერში გაგიგებთ. არ დაივიწყოთ კომპლიმენტები. უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ სექსზე საუბარი ეროტიულ ჟურნალებზე უფრო მეტად აღაგზნებს. რაც უფრო ხშირად ისაუბრებთ ინტიმზე, მით უფრო ახლოს იქნებით ერთმანეთან.
უნდა მიაღწიოთ იდეალურ სექსუალურ ურთიერთობებს. აქ მთავარია გრძნობა და ემოცია. იდეალური და სწორი სექსის წესები არ არსებობს. არ დაივიწყოთ ჰიგიენის შესახებ, თმის და სხეულის სისუფთავეზე, მანიკურზე და პედიკურზე. ყოველთვის გახსოვდეთ გამოიყენოთ პრეზერვატივი, ეს თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო დაავადებებს და დაუგეგმავ ფეხმძიმობას.
არასდროს არ იჩქაროთ. პრელუდიის გარეშე სიახლოვე არ იქნება სრულყოფილი. დასაწყისისთვის აუცილებელია, მოდუნდეთ, პრობლემები დაივიწყოთ და ინტიმისთვის განეწყოთ.
სექსისგან სიამოვნების მიღება პირველ რიგში ფსიქოლოგიურ ფაქტორზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ პროცესზე. არ დაივიწყოთ ფანტაზია. ინტიმურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანით ყოველთვის დატოვებთ მიზიდულობას და გატაცებას თქვენს ურთიერთობაში.
რაც მთავარია, ყველაფრის მიუხედავად დარჩით ბუნებრივი. ამ შემთხვევაში საყვარელად ადმიანთან ურთიერთობა ყოველთვის იქნება მყუდრო, თბილი და კომფორტული.
კესო ლაღიძე