ვერძი
შაკიკი, სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა. დაავადებები ხანმოკლეა, მაგრამ ძლიერი ციებ-ცხელების ფონზე მიმდინარეობს.
კურო
მათ ხშირად აქვთ ენდოკრინოლოგიური და ფარისებრ ჯირკვლებთან დაკავშირებული დაავადებები. კუნთების დაჭიმვა, ჰაიმორიტი, ხშირად უჩნდებათ წონასთან დაკავშირებით პრობლემები.
დამახასიათებელია ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები. ასთმა, სხვადასხვა სახის ნერვული დეპრესია, ენის ბორძიკი, უძილობა, თავის ტკივილი. ხშირია სეფსისის შემთხვევები. დიდხანს არ უხორცდებათ ჭრილობები.
კირჩხიბი
მათ ძირითადად კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. აღენიშნებათ ფსიქოსომატური დარღვევები. ახასიათებთ აზრის აკვიატება, რის გამოც შესაძლოა მართლა დაავადდნენ გადამეტებული ფანტაზიის, შიშისა და არასტაბილური ფსიქიკის წყალობით.
ლომი
დამახასიათებელია გულისა და მკერდის არესთან დაკავშირებული დაავადებები, სტენოკადია, ინფაქტები. ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული ტრამვები და დაავადებები.
ქალწული
მათთვის დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებები. ჩირქოვანი აპენდიციტი. პროფესიული წარმატება პირდაპირაა დაკავშირებული მათი დაავადებების წარმოქმნასთან.
სასწორი
ამ ნიშნების ადამიანების დაავადებები დაკავშირებულია თირკმელებთან და შარდ-სასქესო სისტემასთან. ხშირია რადიკულიტი, ნეფრიტი და ფსიქიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებები.
მორიელი
მათთვის დამახასიათებელია ბუასილი, სწორი ნაწლავის დაავადებები, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებები. ხშირია ენდოკრინული სისტემისა და საკვების ასიმილაციის დარღვევა.
მშვილდოსანი
ისინი ხშირად ავადმყოფობენ ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებით გამოწვეული დაავადებებით. ხშირია მყესების გაწყვეტით გამოწვეული ტრამვები, რევმატიზმი, რადიკულიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებული დაავადებები და შინაგანი სისხლდენები.
თხის რქა
მათ აწუხებთ ძვლოვან სისტემასთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები. მარილების დაგროვება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. სახსრების ანთება, სისუსტის შეგრძნება სიარულისას.
მერწყული
ამ ნიშნის მატარებელი ადამიანებისთვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება, თვალებთან დაკავშირებული დაავადებები. ტვინისა და გონების ზედმეტი ინტენსიური მოქმედებისა და გადაღლილობის გამო ესაჭიროებათ ხშირი ძილი.
თევზები
მათთვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლა. წამლების მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა, ეგზემა, ფსორიაზი, ასევე ფეხებთან დაკავშირებული დაავადებები.
კესო ლაღიძე