10 აგვისტო, 2014
იდეალური რჩევები საყვარელი მამაკაცის ჭკუიდან გადასაყვანად
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პარტნიორთან ან ახალგაცნობილ მამაკაცთან ურთიერთობა რომანტიკული და მშვენიერი იყოს რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პარტნიორთან ან ახალგაცნობილ მამაკაცთან ურთიერთობა რომანტიკული და მშვენიერი იყოს? ამის პასუხი ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა ხანგრძლივი გამოკითხვების შედეგად დაადგინეს. მათი აზრით, სწორედ ამგვარ ქცევას მიიჩნევენ მამაკაცები რომანტიკულად:

1. მიირთვით ერთი ჭიქიდან ნებისმიერი სახის სასმელი. უმჯობესია, თუ ასე გაცნობისთანავე მოიქცევით.
2. ვნებიანი ღამის შემდეგ, სასურველია, საწოლში გვიანობამდე ინებივროთ. მამაკაცებს ეს ძალიან მოსწონთ.
3. ნუ შეგეშინდებათ და უარს ნუ იტყვით
მასთან ერთად აგარაკზე ღამით დარჩენაზე.
4. ერთად მოამზადეთ ვახშამი.
5. ღამით ქალაქში ავტომანქანით ისეირნეთ. თუ ავტომობილი არ გყავთ, შეგიძლიათ ტაქსით ისეირნოთ. თუ არც ამის საშუალება გაქვთ, მაშინ ფეხით გაუყევით ნაცნობ ხეივანს.
6. სექსის შემდეგ მაშინვე დასაძინებლად ნუ განეწყობით, რადგან მამაკაცებს ამის შემდეგ საუბარი უყვართ.
7. მასთან ერთად გვიან ღამით ზღვაში იცურეთ.
8. ყოველდღე თუნდაც ერთი საათით მაინც მოახერხეთ მშვიდ და მყუდრო ადგილას განმარტოება.
9. ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულებმა ისეირნეთ.
10. ნუ შეუშინდებით წვიმას. წვიმაში სეირნობა ძალზე რომანტიკულია!
11. სასურველია, შხაპი ერთად მიიღოთ.
12. ყოველთვის ეცადეთ, მასთან მუდმივი კავშირი იქონიოთ. ამაში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები დაგეხმარებათ.
13. შეეცადეთ, მასთან ერთად სანთლების შუქზე ხშირად ივახშმოთ.
14. მოუმზადეთ დელიკატესი, რომელიც განსაკუთრებით უყვარს.
15. კარგი იქნება, თუ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ერთად უყურებთ.
16. უყიდეთ ის ნივთი, რომელიც დიდი ხანია უნდა.
17. მიირთვით მასთან ერთად ცივი ლუდი.
18. მასთან ერთად უყურეთ ფეხბურთს, ითამაშეთ ბილიარდი, ითევზავეთ.
19. ყოველთვის წაუკითხეთ მომავალი კვირის ჰოროსკოპი.
20. ხშირად მიართვით საჩუქარი, თუნდაც უმნიშვნელო.
21. საწოლში მასთან ერთად მხოლოდ სასიამოვნოზე ისაუბრეთ.
22. ნურასოდეს ეტყვით უარს მისი მეგობრის წვეულებაზე წასვლაზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მაკა
ერთი გოგო გავიცანი ახლახანს, ამ ყველაფერს და კიდევ ცოტა მეტს ზუსტად აკეთებდა. ახლახანს მომწერა, დეპრესიაში ვარ, შეყვარებულმა ჯერ კედელს მიმანარცხა, მერე დახრჩობას მიპირებდაო. ქართველები არ არიან :-) ამით ვინუგეშო მაინც თავი :-) ყველაფერს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება ალბათ :-)
19:28 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
mako
ჰაჰაჰაააააააა ჩვენზე საფიქრებლად დრო აგარ დავუტოვოთ?
15:54 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ნეტა ეგ ვინ არიან ეგ უჭკუო ფსიგოლოგები..აღარ იციან რა დაწერო..არადა ქალს უფრო ჭირდება მსგავსი სურვილების შესრულებაა
10:41 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
"მამაკაცებს ამის შემდეგ საუბარი უყვართ" - არა და ეს ქალებზეა )))))))
01:08 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ეს რჩევები თუ შესრულდა მამაკაცი ნამდვილად გადავა ჭკუიდან :) ქალის ოცნებებს უფრო გავს :) გაცნობისთანავე თუ იმის ჭიქიდან დაიწყე სმა მაგარ შთაბეწდილებას დატოვებ
10:38 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS