1. შეგიძლიათ გაიხსენოთ 2-3 წლის ასაკში მომხდარი მოვლენები?
2. ბავშვობაში ფანტაზიორი და მეოცნებე იყავით?
3. ბავშვობაში ზღაპრების კითხვა სიამოვნებას განიჭებდათ?
4. დღესაც გიყვართ ზღაპრების კითხვა ან ზღაპრული სიუჟეტის ფილმების ყურება?
5. ბავშვობაში გჯეროდათ, რომ არსებობდნენ თოვლის პაპა, ჯუჯები და ჯადოქრები?
6. დღესაც გაქვთ სურვილი, იყოთ კონკია ან თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი?
7. მოსინჯავდით ჰიპნოზის ძალას საკუთარ თავზე?
8. გიჭირთ
9. გაქვთ უნარი, ნახოთ ისეთი სიზმარი, როგორიც გსურთ?
10. ხილვები თუ გაქვთ?
11. ხშირად გაქვთ შეგრძნება, თითქოს დღეს განვითარებული მოვლენები წარსულშიც მომხდარა?
12. სიზმრები ყოველთვის დეტალურად გამახსოვრდებათ?
შედეგები:
20-24 ქულა - ოცნებების სამყაროში ცხოვრობთ. დროა, მიწაზე დაეშვათ. წარმოსახვითი ცხოვრება რეალურისგან ყოველთვის შორსაა და ეს უამრავი პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს.
11-21 ქულა - გაწონასწორებული ადამიანი ხართ. გაქვთ კარგი ინტუიცია და განწყობილების მიხედვით შეგიძლიათ, ფანტაზიებში მთელი თქვენი არსებით გადაეშვათ.
0-10 ქულა - პრაგმატული ადამიანი ბრძანდებით. წარმოსახვის უნარი თითქმის არ გაქვთ. რეალურ ცხოვრებაში ზედმეტი პრაქტიკულობა რიგ შემთხვევაში დამღუპველია, ამიტომ ეცადეთ, განივითაროთ ფანტაზიის უნარი და მხოლოდ ინტუიციით არ მიიწევდეთ წინ.