სექსუალურობა თანდაყოლილია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია შესაძლებელი რაიმეს შეცვლა. სექსუალურობაზე ძირითადში ასტროლოგიური მაჩვენებლები არის "პასუხისმგებელი", თუმცა არანაკლებ როლს თამაშობს ამ საკითხში ნუმეროლოგიაც.
ნუმეროლოგიური გათვლები
ერთადერთი, რაც თქვენ უნ
1+2=3
0+7=7
1+9+7+3=20=2+0=2
3+7+2=12=1+2=3
მაშ ასე, ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანის "ცხოვრებისეული გზის ციფრია" – 3.
ასევე უნდა გამოთვალოთ თქვენი ან თქვენთვის საინტერესო ადამიანის ციფრი.
მაშ ასე:
1
"ერთიანები" გამოირჩევიან საკუთარი თავის რწმენით. ბევრი ამ თვისებას სექსუალურობად მიიჩნევს, მით უმეტეს, რომ როგორც წესი, ასეთ ადამიანებს გარეგნობაც შესაბამისი აქვთ – ველური ცხოველის გრაციოზულობა და მომაჯადოებელი გამოხედვა. თუმცა საწოლში ისინი ეგოისტები არიან და ყურადღებას მხოლოდ აქეთ მოითხოვენ, იქით კი არაფერს გასცემენ. ამასთან, "ცხოვრებისეული გზის ციფრით" - 1 დაბადებული ადამიანები თავად იჩენენ ინიციატივას და არ მოსწონთ, როცა მიანიშნებენ მათ სექსუალურობაზე ან აშკარად ეარშიყებიან. საერთოდაც, მათთვის სექსი კიდევ ერთი საშუალებაა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.
2
ადამიანებისთვის, რომელთა "ცხოვრებისეული გზის ნიშანია" 2, მნიშვნელოვანია სულის ერთობა, საერთო ინტერესები და ფსიქოლოგიური კომფორტი. თუ ყველაფერი ეს არ არის, მაშინ მათი სექსუალურობა "ჩრდილში რჩება", ხოლო თუ ეს ყველაფერი მიიღეს, მაშინ შეუძლიათ, ლოგინში სასწაულები მოახდინონ. თუმცა მათი სექსუალური შესაძლებლობები თვალში მოსახვედრი არასოდეს არის. როგორც წესი, ისინი თბილები არიან და სიფაქიზით ეკიდებიან საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს, უყვართ ალერსი.
3
ადამიანები, ნიშნით 3, გახსნილები არიან და უყვართ სექსუალური ექსპერიმენტები. ისინი ხშირად იცვლიან პარტნიორს, რადგან გამუდმებით სურთ გამოსცადონ ახალი შეგრძნებები. ამასთან, არ განიცდიან თაყვანისმცემელთა ნაკლებობას. ისინი მიმზიდველები არიან, საუბრობენ ლამაზად (ამასთან, საწოლშიც არ ჩუმდებიან). ამიტომაც მათ ბევრი ეპატიებათ, მათ შორის, ღალატიც. თუმცა ხშირად ადამიანები, დაბადებულები ნიშნით 3, საკუთარი სექსუალურობის ტყვეები ხდებიან, რადგან არ შეუძლიათ გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობების აგება. ქალი "სამიანები" ქარაფშუტები და მსუბუქი ხასიათისანი არიან, ხოლო მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან ან პირიქით, რამდენჯერმე ქმნიან ოჯახს.
იხილეთ სრულად