01 ივლისი, 2014
რამდენად საიმედოა პლიაჟის ქოლგა?
შემაწუხებელ სიცხეში ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს პლიაჟზე. სპეციალისტები ზღვაზე წამსვლელებს უსაფრთხოების მიზნით მზისგან დამცავი კრემებისა და საპლიაჟე ქოლგების გამოყენებას ურჩევენ. რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ ქოლგებს მზის მავნე გამოსხივებისგან ჩვენი დაცვა?

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ პლაჟის ქოლგები სრული 100%-ით ვერ გვიცავს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ქოლგის ქსოვილი მავნე სხივების მხოლოდ 5%-ს ატარებს, თუმცა სინამდვილეში დედამიწის ზედაპირამდე ულტრაიისფერი სხივების 34% აღწევს.
საქმე ის არის, რომ ქოლგას გვერდებიდან ჩვენი დაცვა არ შეუძლია.

პლიაჟის ქოლგა პირდაპირ მზის სხივებს კი
აგვარიდებს, მაგრამ დანარჩენი თავისუფლად აღწევს ქოლგის ქვეშ მჯდომი ადამიანის კანის ზედაპირამდე. ასე რომ, მეცნიერთა რეკომენდაციით, არ ღირს მხოლოდ პლაჟის ქოლგის იმედად ყოფნა, აუცილებლად გამოიყენეთ კარგი ხარისხის მზისგან დამცავი კრემები.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS