დღეს საყოველთაოდ მიღებულია, რომ პატარა ბიჭების ტანსაცმლის ფერი ცისფერია, გოგონების – ვარდისფერი. თუმცა ასეთი დაყოფა აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში თურმე მხოლოდ 1940-იან წლებში გაჩნდა. ამ დრომდე მშობლები იშვიათად ირჩევდნენ სამოსის ფერს ბავშვის სქესის მიხედვით: ზოგიერთები თმის ფერს ითვალისწინებდნენ, სხვები – თვალის ფერს. სქესთან დაკავშირებით კი სულ სხვადასხვანაირი რეკომენდაციებიც არსებობდა, თანამედროვე სტანდარტების საპირისპიროც კი.
აი, მცირე ისტორია: XIX საუკუნის დასაწყისში გოგონებსა და ბიჭებს ხუთ-ექვს წლამდე ერთნაირად მოსავდნენ, თეთრ სამოსში. ახალშობილები გრძელ ბამბის პერანგებს ატარებდნენ, რომელიც ბავშვზე
გრძელი იყო.
XX საუკუნეში ბავშვების აღზრდაზე შეხედულებები შეიცვალა, მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციეს ფერებს. ბავშვის სამოსი თანდათან გაფერადდა. ოღონდ მაშინაც არ იყოფოდა ფერები სქესის მიხედვით.
იხილეთ სრულად