ფსიქოლოგები გვირჩევენ, არასოდეს გავუგზავნოთ ყოფილ შეყვარებულს ან ქმარს ასეთი შინაარსის სმს-ები:
1. მესიჯი შენს განცდებზე: ''ისევ ისე მიყვარხარ'', ან ''ვერ გივიწყებ'', ან ''ისევ ისე მენატრები''. ჩვეულებრივი ჩხუბის შემდეგ ასეთი მესიჯი მისაღები იქნებოდა, მაგრამ თუ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდით და გონება გკარნახობთ, რომ
2. ნოსტალგიური გზავნილი: ''შენ ვერავინ შეგედრება''.
3. შემრიგებლურ-სინანულიანი სმს-ი: ''ძალიან ვწუხვარ'', ''მე ვარ ყველაფერში დამნაშავე'', ''დამიბრუნდი, გთხოვ'', ''ყველაფერი თავიდან დავიწყოთ''.
4. ''ქუჩური'' ტექსტი: ''დალევა ხომ არ გინდა?'' ''კომპანიას ხომ არ გამიწევდი?''
5. პროვოკაციული ტექსტი: ''ღამე მოდი'', ''შენთან თუ ჩემთან?''
6. ღამის სამ საათზე ნასვამ მდგომარეობაში გაგზავნილი მესიჯი: ''როგორ ხარ?'', ''ახლა დაკავებული ხარ?'', ''შეგიძლია ლაპარაკი?'', ''მაინტერესებს, რა იქნებოდა, რომ...…''
7. ტექსტი არაფერზე: ''გაუმარჯოს...''
8. მესიჯების უსასრულო ნაკადი: ''როგორ ხარ?'', ''შეხვედრა გაქვს?'', ''გადმოგირეკო?''. ''რატომ არ მირეკავ?'', ''სად ხარ?'' და ა.შ., დაუსრულებლად.
9. მეტისმეტად ბევრი და გაუგებარი სმაილი: '';) :-*** @)—>— <3 ''.
10. მეგობრული გზავნილი: ''გავისეირნოთ? დრო გავატაროთ, როგორც მეგობრებმა…''
ჟურნალი ''რეიტინგი''