ამ ფაქტზე არაერთი ექიმი-გინეკოლოგი, სექსოლოგი თუ ფსიქოლოგი ამახვილებს ყურადღებას, მშობლებს აქტიურად ურჩევენ, მეტად დაუახლოვდნენ შვილებს და ესაუბრონ ისეთ საჩოთირო საკითხებზეც კი, როგორიცაა სექსი და ნაადრევი სქესობრივი ცხოვრება. ისევ მათთვის სასარგებლოდ.
ზოგიერთი გამოცდილი სპეციალისტი მათ სხვა ვარიანტსაც სთავაზობს – რაც შეიძლება მეტად დააკავონ ბავშვები სხვადასხვა საქმით, ხელი შეუწყონ გატაცებების, ნიჭის
ფაქტია, რომ სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. საქართველოში აბორტები, ლეგალურად თუ არალეგალურად, ძალიან დიდი სიხშირით კეთდება. საშუალოდ ერთ კლინიკაში ყოველდღე 7-დან 12-მდე დაუგეგმავი ორსულობის ადრეულ ეტაპზე შეწყვეტა ხდება.
გინეკოლოგების პაციენტებს შორის კი დღითი დღე მატულობს აბორტის გაკეთებისა და შვილის გაჩნის მსურველი არასრულწლოვანი პაციენტების რიცხვი. ორივე შემთხვევაში მსხვერპლი მოზარდია.
გარდა იმისა, რომ თვით პროცედურა შეიცავს მრავალ რისკს, ანთებების, ინფექციების საშიშროებას, ნაადრევი აბორტი მომავალში უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მეორე შემთხვევაში კი, როდესაც თავადაც პატარა გოგონა დედა ხდება, ეს მისთვის გაათმაგებული პასუხისმგებლობა, სერიოზული ტრავმა, ადრეულად შეწყვეტილი ბავშვობა და ეჭვქვეშ დაყენებული მომავალია.
იხილეთ ვრცლად