შვილის მარტო გაზრდა არა მარტო ფინანსურად, ფსიქოლოგიურადაც უზარმაზარი ტვირთია. უმამობა გოგონას აღზრდაზეც კვალს ტოვებს, თუმცა კიდევ უფრო დიდი დანაკლისია ის პატარა ბიჭისთვის.
როგორც წესი, მარტოხელა დედა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ბავშვს არაფერი მოაკლოს, სწორად აღზარდოს, გზაზე დააყენოს. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს უშვებს ის მთავარ შეცდომებსაც, რომლებიც ბიჭის მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად იჩენენ თავს. როგორც წესი, ბიჭის მშობელი მარტოხელა დედები ორ უხეშ შეცდომას უშვებენ. ესაა ზედმეტი
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
პირველ შემთხვევაში დედა შვილის თვალში ავტორიტეტს იხვეჭს და დომინანტური პოზიცია უჭირავს. ამით ცდილობს, შვილი დისციპლინას მიაჩვიოს და ნამდვილი ვაჟკაცური ხასიათი ჩამოუყალიბოს. სინამდვილეში კი რას იწვევს დედის ზეწოლა? ბიჭს ეშინია დედის. ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც დედამ უთხრა და თავად არავითარი ინიციატივას არ იჩენს. როცა წამოიზრდება, ეს აუცილებლად აისახება მის ცხოვრებაზე. უკვე დავაჟკაცებული ისევ არადამოუკიდებელი და ინფანტილურია. ასეთი მამაკაცი ოჯახის საყრდენი ვერასოდეს გახდება, პირიქით სულ იმის მლოდინში იქნება, როდის მისცემს დირექტივას დედა ან ცოლი.
იხილეთ სტატია