ჯობს, უფრო მსუბუქად მიმართოთ ხოლმე
2. "შენ ისეთი..." – ბავშვისთვის მორგებულმა იარლიყმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მოფერებითი ფორმითაც კი ასეთი იარლიყი მას დიდ ზიანს მიაყენებს. "სულელო", "წუწუნა", "ზარმაცო" - ჯობს, სულ არ გამოიყენოთ ეს სიტყვები ბავშვებთან. ან კიდევ უარესი ფორმები: "დებილო", "შტერო" და ა.შ. მით უმეტეს, არ შეიძლება ამგვარი სიტყვების რამდენჯერმე გამეორება.
3. "ნუ ტირი" - ეს მშობლების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზაა. მისი ხშირი გამეორებისას ბავშვს აგებინებთ, რომ ის განცდები თუ მოვლენები, რის გამოც ის ტირის, არ არის ნამდვილი, არ იმსახურებს ყურადღებას, უმნიშვნელოა. თუ ბავშვი ტირის, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მისი ტირილის შესაჩერებლად, თუ უბრალოდ შეიცოდებთ, მოეფერებით და აჩვენებთ, რომ გესმით და იღებთ მის გრძნობებს. რასაკვირველია, თუ ამას მეტისმეტად ხშირი ხასიათი არ აქვს და ბავშვი მხოლოდ იმიტომ არ ტირის, რომ მორიგი ახირება "გაიტანოს".
4. "ნუთუ არ შეგიძლია, იყო როგორც..?" - მსგავსი შედარებები დასთან, ძმასთან, მეზობლის ბავშვთან თუ ვინმე სხვასთან, საკმაოდ საშიშია, რადგან გარდა იმისა, რომ ბავშვს წყენისა და ეჭვიანობის განცდას უჩენს, ნეგატიური რეაქციის პროვოცირებასაც ახდენს – პირიქით, არ გააკეთებს იმას, რასაც მისგან ითხოვთ.
5. "დროზე!" - გასაგებია, რომ ეს ფრაზა ყველაზე ხშირად მაშინ ისმის, როცა მშობლებს ეჩქარებათ. ასეთ მომენტებში მათ მეტად უნდათ, რომ ბავშვი უფრო სწრაფად მოძრაობდეს, არ გაფანტოს ყურადღება ათას სხვა რამეზე. შეიძლება, მისმა იგივე საქციელმა უფრო წყნარ მომენტებში სულ არ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება და ვერც კი შენიშნოთ. თუ ეს ფრაზა ხშირად ისმის გაღიზიანებული ან ბრალმდებელი ტონით, ბავშვს აიძულებთ იგრძნოს, რომ მშობელი მისით უკმაყოფილოა, რაც მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. თუ ასეთი რამ ყოველდღე მეორდება ან დღეში რამდენჯერმეც კი, ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ.
იხილეთ ვრცლად