06 ივნისი, 2014
თუ შვილმა თქვენ და თქვენს მეუღლეს უხერხულ ვითარებაში შეგისწროთ...
თითქმის ყველა მშობელს მოუწევს ადრე თუ გვიან უპასუხოს შვილის შეკითხვს, საიდან ჩნდებიან ბავშვები. ამას მოჰყვება შელამაზებული ამბები წეროსა და ლამაზ კომბოსტოზე. მაგრამ ბევრად უარესიც შეიძლება მოხდეს და ბავშვმა მეუღლესთან საკმაოდ თამამი ალერსის დროს მოგისწროთ. რა უნდა ქნათ ამ დროს?

პირველ რიგში პანიკას არ უნდა აყვეთ. თუ ბავშვი პატარაა, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ხუმრობად და თამაშად გაასაღოთ. რაც მთავარია, არ გამოხატოთ შიში, ღელვა, შფოთი და ისტერიკა. შეინარჩუნეთ დადებითი ემოციები, აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, რათა არ
შეაშინოთ ის. საუკეთესო გამოსავალია თუ მოახერხებთ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაუტანოთ. ან თავად მას დაუსვით შეკითხვა: რატომ არ გძინავს, აქ რას აკეთებ, ხომ არაფერი გინდა და ა.შ. ასეთი შინაარსის გასაუბრება ვითარებას განმუხტავს.

უკეთესია, რომ ბავშვი თავიდანვე მიაჩვიოთ სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას. ამისათვის საკმარისია ასწავლოთ, რომ საძინებლის, საპირფარეშოს ან აბაზანის მოხურული კარის წინ აუცილებლად უნდა შეჩერდეს, რომ დაუკაკუნებლად ამ ოთახების კარის შეღება არ შეიძლება. ბავშვი თანდათან მიეჩვევა იმ აზრს, რომ უფროსები ზოგჯერ მარტო რჩებიან და ხელი არ უნდა შეუშალოს. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS