28 მაისი, 2014
როგორ გავმდიდრდეთ - ხალხური ტრადიციების მიხედვით
თუ გინდათ, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ თუ გინდათ, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ:

• მოერიდეთ ფულის საღამოს გაცემას (გასესხება-გაჩუქებას), ეს გააკეთეთ დილით - ფული არ გამოგელევათ. ნუ დადგამთ ცარიელ ჭურჭელს მაგიდაზე (მითუმეტეს, ბოთლს) - ფული გამოგელევათ.

• ნუ დაჯდებით მაგიდაზე - მთელი ცხოვრება ღარიბი იქნებით.

• ნუ დადებთ მაგიდაზე გასაღებს, ფულსა და ქუდს - სახლში არასოდეს გექნებათ ფული.

• ნუ დაუსტვენთ სახლში - ფული გაგიფრინდებათ.

• ფრჩხილები მხოლოდ სამშაბათსა და პარასკევს დაიჭერით - მდიდარი იქნებით.

• ფული ყოველთვის მარცხენა ხელით გაეცით, აიღეთ მარჯვენით.

• ნუ
გასცეთ ფულს ორშაბათსა და სამშაბათს - ვალში ჩავარდებით.

• ახალ მთვარეს ყოველთვის დაანახვეთ ფული (მონეტა) და დაუსტვინეთ - მომავალ თვეში ფული შემოგივათ.

• გუგულის პირველ ''დაძახებაზე'' ჯიბეში ფული ააჩხრიალეთ - გამდიდრდებით.

• ნუ შეინახავთ სხვადასხვა ქვეყნის ფულს ერთად - ფული დაგეფანტებათ.

• სახლის დაგვისა, ნაგავს კარის წინ ნუ დააგროვებთ - ამ ნაგავს თქვენი ფულიც გაჰყვება.

• ნაგავი სახლის კუთხეში მიხვეტეთ და იქ აიღეთ - ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ.

• ფული საღამოს არ გასცეთ, არ დაიბრუნოთ, არ დაითვალოთ - ფორტუნა ზურგს შეგაქცევთ.

• სავსემთვარეობას აუცილებლად გაეცით ფული (ნებისმიერი თანხა), იყავით ქველმოქმედი - მომავალ თვეში გაუთვალისწინებელი შემოსავლები გაგიჩნდებათ.

• ვალს ნუ გასცემთ მსხვილი კუპიურებით, ეს წვრილი კუპიურებით დააბრუნეთ.

• ახალმთვარეობას ნუ გასცემთ ვალს - მომავალ თვეში ფული გამოგელევათ.

• საფულეში ფულს არეულად ნუ შეინახავთ - გაგქურდავენ.

• ცოცხი ტარით ქვემოთ შეინახეთ - ფულს იპოვით ან მოიგებთ.

• ღამით ფულს მაგიდაზე ნუ დადებთ, სუფრის ქვეშ ამოდეთ - არ დაგეხარჯებათ.

• ნუ გადაწმენდთ მტვერს ქაღალდით ან ხელით - გაღარიბდებით.

• ნაგვის აღების დროს გულში თქვით: ''რაც მეტი ნაგავია, მით მეტი ფული მქონდეს''.

• ნუ გექნებათ სახლში ორი ცოცხი - დანახარჯები გაგეზრდებათ.

• დილით (უზმოზე) და გზაჯვარედინზე ნაპოვნ ფულს ნუ აიღებთ - მას თქვენი ფულიც გაჰყვება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარინე
გავითვალისწინებ აუცილებლად
12:35 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS