თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დღეს ნამდვილად მზადდება ხარისხიანი, კომფორტული, გამძლე, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ავეჯი. შესაბამისად, ქართული ავეჯის მიმართ მომხმარებელს გაუჩნდა ნდობა და ხშირ შემთხვევაში, ევროპულს სწორედ ადგილობრივი წარმოების ავეჯს ამჯობინებს.
გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ქართული წარმოების ავეჯი:
1. ქართული ავეჯი ხელმისაწვდომია
ქართული ავეჯის ბაზარი, ევროპულთან
2. საქართველოში ავეჯი იმავე მასალით მზადდება, რითიც ევროპაში
როგორც ქართველი მწარმოებლები ამბობენ, ქართული წარმოების ავეჯი ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამზადებულ ავეჯზე ხარისხიანია. საქართველოში ავეჯი იმავე ტექნოლოგიით მზადდება, რასაც ევროპელი მეწარმეები იყენებენ.
საქართველოში ავეჯის საწარმოებლად იგივე მასალა იყიდება, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ავეჯის ქართველ მწარმოებელს აქვს ხარისხიანი ავეჯის წარმოების ყველა საშუალება. საქართველოში დამზადებული ავეჯი გათვლილია ყველა სეგმენტზე - ძვირად ღირებულზე, საშუალოსა და დაბალზე".
ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ ქართველი მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოში დამზადებული ავეჯის მიმართ, თუმცა ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მომხმარებელს გაუჩნდა ნდობა და შესაბამისად, სურვილი, შეიძინოს ქართული ავეჯი. ქართველ მეწარმეთა განცხადებით, განსხვავება ქართულ და ევროპულ ავეჯს შორის მხოლოდ მწარმოებელ ქვეყანაშია.
3. საქართველომ ფეხი აუწყო ავეჯის მოდას და თანამედროვე დიზაინის ავეჯი მზადდება
"თანამედროვე ავეჯის მოდა, როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, ყოველწლიურად ახლდება. შესაბამისად, ავეჯში ინვესტიცია გაიზარდა, ავეჯის მოდა განვითარდა და ქართველმა მომხმარებელმაც ფეხი აუწყო ავეჯის მოდის მიმდინარეობას.
ყოველივე ამის საფუძველზე, ავეჯის ბაზარზე ფასები დარეგულირდა. მაგალითად, ევროპელმა მომხმარებელმა იცის, რომ ხუთ წელიწადში მაინც უნდა გამოცვალოს ავეჯი. რაც შეეხება საქართველოს, ქართველი მომხმარებელი თანდათან ეწყობა ევროსტანდარტებზე და შეიძლება ითქვას, ავეჯის შეძენის მხრივ ერთგვარი თაობათა კონფლიქტიც კი შეინიშნება - ახალგაზრდა ოჯახები, განსხვავებით მშობლების თაობისგან, ამჯობინებენ არცთუ ძვირად ღირებული ავეჯის შეძენას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის გამოცვლას. ახალგაზრდები ირჩევენ თანამედროვე დიზაინის ავეჯს და არა - ვთქვათ, კლასიკურ რუმინულ ავეჯს".
4. მომხმარებელი დაცულია
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც საქართველოში დამზადებულ ავეჯს ევროპულთან შედარებით აქვს, ეს მომხმარებლის დაცულობაა. განსხვავებით ევროპული ავეჯის შეძენისგან, საქართველოში დამზადებული ავეჯის შემთხვევაში, პრობლემის აღმოჩენისას, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს მწარმოებელს და დაზიანებული ავეჯის შეკეთება მოსთხოვოს.
შესაბამისად, ქართველი მწარმოებლები მოტივირებულნი არიან უფრო მაღალი ხარისხის ავეჯის წარმოებაზე და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე.
მაგალითად, როგორც კომპანია "ემბავუდის" წარმომადგენლები ამბობენ, მათ ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებლები რეკავენ და სთხოვენ საფირმო მაღაზიაში შეძენილი ევროპული ავეჯის რესტავრაციას. ფირმები, რომლებიც მხოლოდ იმპორტირებულ ავეჯს სთავაზობენ მომხმარებელს, ვერ უზრუნველყოფენ რესტავრაციას.
5. დაბოლოს, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყიდულობენ საქართველოში დამზადებულ ავეჯს, მოდით, ქართველებმაც ვიყიდოთ
საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ავეჯზე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის მოთხოვნა. ამას ადასტურებს ის, რომ ჯერ კიდევ კრიზისის პერიოდში, 2009 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ემბავუდი" იყო საქართველოს ექსპორტიორთა ათეულში.
ეს კი ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ავეჯის მწარმოებლებმა აუცილებლად უნდა გაზარდონ ცნობადობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მეორე მხრივ, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყიდულობენ საქართველოში დამზადებულ ავეჯს, მოდით, ქართველებმაც შევიძინოთ.