13 მაისი, 2014
10 მიზეზი თუ რატომ უნდა მიატოვოთ მამაკაცი
ხშირად ქალბატონები რჩეულის ბევრ ცუდ თვისებაზე ხუჭავენ თვალს ხშირად ქალბატონები რჩეულის ბევრ ცუდ თვისებაზე ხუჭავენ თვალს. თუმცა არის ზოგიერთი მიზეზი, რისი პატიებაც მოგვიანებით თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე ცუდად აისახება.

როდესაც მამაკაცი პათოლოგიურად ეჭვიანია

ქალები ხშირად ამბობენ, ეჭვიანობს, ე.ი. მისთვის ბევრ რამეს წარმოვადგენ, მაგრამ პათოლოგიურ ეჭვიანობას მომავალში კარგი არაფერი მოაქვს. აკრძალვები, ეგოიზმი, გაუგებრობა, გაუთავებელი შეურაცხყოფა და წყენა - ეს გარდაუვალი საფასურია, რასაც ეჭვიან მამაკაცთან ცხოვრებისას გადაიხდით.

როდესაც მამაკაცი მოთამაშეა

როდესაც მამაკაცი დიდ დროს ატარებს უთმობს კომპიუტერულ თამაშებს მერე
აუცილებლად შეშფოთდება იმის გამო, რომ თქვენს ერთობლივ ცხოვრებაში ნაკლებადაა ჩართული. თუ მამაკაცი ფულზეც თამაშობს მასთან ურთიერთობა უფრო საშიშია. ამიტომ ჯობია, ასეთ მამაკაცთან საერთო არაფერი გქონდეთ.

როდესაც მამაკაცს დალევა უყვარს

ალკოჰოლიკობა ცუდი თვისება კი არა სასიკვდილო დაავადებაა. შეიძლება ნათესავები და მეგობრები დაგეხმარნენ და ერთობლივი ძალიასხმევით მან დალევას თავი დაანებოს, მაგრამ მოგვიანებით ეს პრობლემა თავს აუცილებლად იჩენს. ალკოჰოლის შედეგის ნახვა შემდეგ მიზეზში შეგიძლიათ.

მამაკაცმა დაგარტყათ

ხელით შეხება ისეთი პრობლემაა, თუ დაუყოვნებლივ არ დაშორდით, ამას აუცილებლად მოჰყვება შემდეგი დარტყმები. რა თქმა უნდა, ვერავინ გახდება იმის თავდები, რომ მამაკაცს უარყოფითი ემოცია აღარ გაუჩნდება და ხელით კვლავ არ შეგეხებათ, ამიტომ ჯობია, პირველივე ასეთი შემთხვევის შემდეგ დაშორდეთ.

მამაკაცისთვის პირველ ადგილზე არიან მეგობრები

თქვენს რჩეულს თუ შეამჩნიეთ, რომ მეგობრები უფრო ძვირფასია მისთვის, ვიდრე თქვენ, ეს იმის ნიშანია, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის ჯერ მზად არაა. ასეთი მამაკაცის გამოსწორება თუ დაისახეთ მიზნად, იცოდეთ, რომ ეს შეუძლებელია.

როდესაც მამაკაცი არც ერთ კაბიანს არ უშვებს

ქალები როგორც ფუტკარი თაფლს, ისე მიილტვიან მამაკაცისკენ, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ მანდილოსნებში. ასეთი მამაკაცები როგორც წესი, ამბობენ, რომ სხვა ქალი მათთვის არ არსებობს. თუ თქვენ არ ხართ ეჭვიანი, მაშინ მაჩოსთან შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი. თუ ეჭვიანი ხართ, მაშინ მასთან ცხოვრების აწყობაზე ნუ იფიქრებთ.

როდესაც მამაკაცი ეგოისტია

ეგოისტთან ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ერთ კარში თამაშს. მისი გულის მოგებას ყველანაირი გზით ცდილობთ, მაგრამ თქვენს მცდელობას ვერ დაინახავენ. თქვენს ყურადღებას აუცილებლობად ჩათვლის. ერთად ერთი რამეში იქნებით სოლიდარულები - ეს მისი ''აღმატებულობის'' სიყვარულია.

როდესაც მამაკაცმა გიღალატათ

თიუ მამაკაცმა ერთხელ გიღალატათ დარწმუნებული იყავით ამას არაერთხელ გააკეთებს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ღალატის პატიება არ შეიძლება.

როდესაც მამაკაცი ძუნწია

ურთიერთობის დასაწყისში მამაკაცის სიძუნწე შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ის დარწმუნებული არაა თქვენს ერთობლივ გეგმებში, მაგრამ გახსოვდეთ, საკუთარი ყურადღების და სითბოს გამოხატვის არცოდნა მის ფსიქოლოგიურ კომპლექსებზე მიუთითებს.

როდესაც ის უკვე ცოლიანია

ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის დაწყბა დროის ტყუილი ხარჯვაა. ორი ვარიანტია, მამაკაცი ან მოდის ოჯახიდან, ან თქვენ უნდა წახვიდეთ მისგან. შემცვლელ აეროპორტად ყოფნა, (თუნდაც მამაკაცის თქმით უფრო სასურველად), ნამდვილად არაა საუკეთესო არჩევანი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარი
აქედან რაღაცა მაინც იქნება მამაკაციც ხომ ადამაიანი თქვენ რაიყოთ :D
21:35 / 08-11-2014
გამოხმაურება / 0 /
და ბოლო და მთავარი დაგავიწყდატ
თუ ის დედიკოს ბიჭია არ ღირს მასთან ერთად ცხოვრება იმიტომ , რომ ძალიან დიდი იმიტომ.
05:57 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS