ძალიან მალე იმაზე დაფიქრდები, თუ რა არის გათხოვებაში კარგი? არსებობს კი სხვა ტიპის ქორწინებები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ მსგავსი ტიპის კითხვებს.
ფსიქოლოგები გამოყოფენ ხუთი ტიპის ოჯახურ ურთიერთობებს.
რომანტიკოსები: ასეთი ტიპის მეუღლეები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ და კონფლიქტები სიყვარულის ჩაქრობაზე მიუთითებენ.
მუხა და სურო: ასეთ ოჯახში ერთი მეუღლე ყოველთვის თამაშობს მხარდამჭერის როლს და მეორე ხდება სურო, რომელიც მუხის გარშემო ეხვევა და მეორეს მხრებზე გადადის გადაწყვეტილებების მთელი სიმძიმე. მუხა შეიძლება იყოს როგორც ქმარი, ისე ცოლი. ასეთი მეუღლეები მეგობრულად ცხოვრობენ. ხშირად ისინი არ არიან ბედნიერები. სიყვარულს ვალდებულებები ცვლის. ურთიერთგაგება ამ შემთხვევაში არ არსებობს.
მებრძოლები: როქორც კი საქორწინო ორომტრიალი ჩაწყნარდება, მთავარი როლისთვის ოჯახში ბრძოლა იწყება. ერთი მხარე ცდილობს, რომ მეორეზე ბატონობის უფლება მოიპოვოს. წვრილმანებიც კი დავის საგანი ხდება. ამ ბრძოლაში არ არის წესები და არაა იმის სურვილი, რომ გრძნობები შეინარჩუნონ. ასეთი წყვილები ერთად დიდხანს ცხოვრობენ და არ არიან ბედნიერები.
დამოუკიდებლები: ისინი ცდილობენ გაუფრთხილდნენ პირად თავისუფლებას. ხანდახან ასეთ ოჯახში მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს. ორივეს უყვარს წარმატებაზე და შეზღვუდვების არარსებობაზე ლაპარაკი, თუმცა ეს ურთიერთობა ნამდვილი სიყვარულის გარეშეა, რომელიც ან თავიდანვე არ იყო, ან დასაწყისშივე ჩაქრა. ასეთი ოჯახი მუდმივი არ იქნება.
თანმხლები: ასეთი ტიპის ოჯახებში მთავარია, რომ ერთმანეთს ეხმარებიან განვითარებაში. წყვილს ერთმანეთი უყვარს პრეტენზიების გარეშე. მშვიდად და განსაკუთრებული ვნებების გარეშე, მაგრამ დიდხანს არიან ერთად. ასეთ ოჯახებში კამათი წყენით არასოდეს მთავრდება.