04 მაისი, 2014
როგორია იდეალური მამაკაცი 20-40-60-80 წლის ქალბატონებისთვის
გთავაზობთ განსხვავებული ასაკის ქალბატონების გამოკითხვა იდეალური მამაკაცი არ არსებობს, ისე როგორც ქალი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს განსხვავებულად ესმით იდეალური მამაკაცის კრიტერიუმები. გთავაზობთ განსხვავებული ასაკის ქალბატონების გამოკითხვას, რომელთაც მამაკაცების ის თვისებები ჩამოთვალეს, რომელიც მათ გემოვნებას აკმაყოფილებს.

20 წლის ქალბატონი ფიქრობს:
მამაკაცი დაკავებული უნდა იყოს სპორტით.
იყოს ლამაზი, წარმატებული და ჭკვიანი.
მისთვის ყოველთვის ეცალოს და არ უნდა იყოს ეჭვიანი.
ყველა მის სურვილსა და ახირებას უნდა ასრულებდეს.
ყოველდღე უნდა ანებივრებდეს საჩუქრებით.
ხშირად უმეორებდეს თუ როგორ უყვარს.

40 წლის ქალბატონი ფიქრობს:

მამაკაცი სამსახურის დამთავრების შემდეგ სახლში უნდა მოდიოდეს.
უვლიდეს თავს და გამოყურებოდეს სიმპატიურად.
ჭუჭყიან წინდებს ყველგან არ ყრიდეს და ეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში
არ უნდა ავიწყდებოდეს მეუღლის დედის დაბადების დღე.
ონკანის გაფუჭების შემთხვევაში თავად უნდა შეეძლოს შეკეთება.
ხელფასი სახლში სრულად უნდა მიჰქონდეს.

60 წლის ქალბატონი ფიქრობს:

მამაკაცი ყოველ საღამოს ძაღლს უნდა ასეირნებდეს.
ჭუჭყიანი ტანსაცმელი ყველგან არ უნდა დაყაროს.
არ უნდა სვამდეს ალკოჰოლურ სასმელს.
მთელი დღე მეზობლებთან ერთად არ უნდა თამაშობდეს.
ღამე არ უნდა ხვრინავდეს.
დღესასწაულები არ უნდა ავიწყდებოდეს.

80 წლის ქალბატონი ფიქრობს:

მამაკაცი ქვაბში მარილის მაგიერ შაქარს არ უნდა ყრიდეს.
მუდმივად არ უნდა ეძებდეს ფეხსაცმელს და სათვალეს.
უნიტაზზე ჯდომა უნდა შეეძლოს.
დილას უნდა მიირთმევდეს შვრიის ფაფას.
არ უნდა ავიწყდებოდეს წამლების დალევა.
ღამით არ უნდა ახველებდეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ვანო
ამ ოცნებებში სექსისთვის ადგილი აღარ დარჩა, იმიტომაცაა მთელი საქარტველო პოლიტიკანობაზე გადასული ზოგიერთების გამოკლებით.
02:47 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
60 წლის ქალბატონის სურვილი ნამდვილად ქართველ კაცებს ეხება.
02:44 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეს მეოცნებეებს ეხება,რეალურად ქართველი შერცებატ ხელში
02:37 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰაააააააააააააააააააააა
რამდენი ვიცინეეე:)))))))))))))
20:57 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS