29 აპრილი, 2014
''ფეისბუქის'' იმ პოსტების რეიტინგი, რომლებიც ყველას აღიზიანებს
მეტისმეტად გულახდილი პოსტები დამტკიცებულია, რომ თურმე ''ფეისბუქზე'' სხვა ადამიანების კომენტარებს შეუძლია, ადამიანს მთელი დღე გაუფუჭოს. მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ზოგიერთი სტატუსი ადამიანების განწყობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს და 5 ყველაზე გამაღიზიანებელი პოსტიც გამოავლინეს. გამოკითხვის შედეგები ეფუძნება ''ფეისბუქის'' მილიონზე მეტი მომხმარებლის სტატუსის ანალიზს.

მაშ ასე, ყველაზე გამაღიზიანებელი სტატუსები:

1. საკუთარი თავისადმი მილოცვა (მაგალითად: ''მაგრად მიხარია! ვაუ! ჩემმა ბოიფრენდმა სადილად დამპატიჟა'' და ა.შ.)

2. სტატუსი: ''აბა, მკითხეთ, რატომ არის ჩემი ცხოვრება ასეთი კარგი'' - ამის წინა და ასეთი სტატუსები ადამიანებს
აღიზიანებს, ბოღმას და შურს უჩენს.

3. მეტისმეტად გულახდილი პოსტები, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. განსაკუთრებით ცუდია, როცა ის სექსუალურ ურთიერთობებს ეხება.

4. სტატუსი ''ყველაფერი ცუდადაა'' - პესიმისტურ განწყობას იწვევს სხვა ადამიანებშიც.

5. სტატუსი ''მას ვერ ვწერ, ამიტომ მთელ სამყაროს ვწერ''.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS