25 აპრილი, 2014
როგორ დავაღწიოთ თავი ''ფეისბუქზე'' დამოკიდებულებას – საუკეთესო რჩევები
წაშალეთ თქვენი თავი გასართობი ჯგუფებიდან, ჩაეწერეთ უცხო ენების შემსწავლელ ჯგუფში სულ უფრო ბევრი ადამიანი ხდება დამოკიდებული სოციალურ ქსელზე. ადამიანების ნაწილი მთელ დღეს და ხანდახან ღამესაც ''ფეისბუქზე'' ატარებენ.

ბევრს ალბათ ვერც წარმოუდგენია, რომ ამ ყველაფერს თავს დააღწევს. მაგრამ არც მთლად ასე ცუდადაა საქმე. სოციოლოგები გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ რამდენიმე პროცედურის გავლის შემდეგ, შეიძლება, კვლავ თქვენი დროის პატრონი გახდეთ.

დაიწყეთ მძივების აწყობა, ან ქსოვა. თუ ხატვა მოგწონთ, დახატეთ, ასეთი საქმიანობა ტვინზე დამაწყნარებლად მოქმედებს, თითქმის ისე, როგორც მედიტაცია. მთავარია, ხელები
გქონდეთ დაკავებული. კითხვა და სხვა ინტელექტუალური სამუშაო დროებით გვერდზე გადადეთ.

წაშალეთ თქვენი თავი გასართობი ჯგუფებიდან, ჩაეწერეთ უცხო ენების შემსწავლელ ჯგუფში. უყურეთ ფილმებს, რომლებიც ბევრი რამის შესწავლაში დაგეხმარებათ.

თავიდან ეს ექსპერიმენტი შეიძლება, რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ მაგრამ დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ სოციალურ ქსელში სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებთ და თუ შედიხართ, ''ფეისბუქზე'', სასარგებლო რამეს იგებთ. სულ მალე დეგრადაციის გრძნობის მაგივრად თქვენ გაგიჩნდებათ საოცარი შეგრძნება საკუთარი პიროვნების გაზრდის და საკუთარი თავით იამაყებთ.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS