ა) ვთხოვ, მოგვიანებით ჩემთვისაც მოიცალოს – 10
ბ) მოვუბოდიშებ და საუბარს შევაწყვეტინებ - 5
გ) უხეშად ჩავერევი მათ ლაპარაკში - 0
2. სამსახურში მისვლისას აუცილებლად მიიჩნევთ, ყველა თანამშრომელს მიესალმოთ?
ა) დიახ, ოღონდ ალბათ არა ყველას – 5
ბ) აუცილებლად – 10
გ) მხოლოდ კონკრეტულ კოლეგებს – 0
3. როგორ მოიქცევით, თუ ახალგაცნობილმა ადამიანმა კარგი მეგობარივით მხარზე წამოგარტყათ ხელი?
ა) მეც იმავეთი ვუპასუხებ - 0
გ) მივახვედრებ, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა – 10
4. მეგობარს საკმაოდ პირადულ თემაზე ელაპარაკებით, მოგიახლოვდათ ადამიანი, რომელმაც ეს საუბარი არ უნდა გაიგონოს, რას იზამთ?
ა) სასწრაფოდ შევცვლი საუბრის თემას - 5
ბ) მეგობარს მოგვიანებით დაველაპარაკები - 10
გ) პირდაპირ ვეტყვი, რომ ჩვენთან არაფერი ესაქმება – 0
5. რას უპასუხებთ, თუ ვიღაცამ შეცდომით დაგირეკათ ტელეფონზე?
ა) ზრდილობიანად ვეტყვი, რომ ნომერი შეეშალა – 10
ბ) უბრალოდ, ყურმილს დავუკიდებ - 5
გ) გამოვლანძღავ და ყურმილს დავუგდებ - 0
6. შეხვედრაზე იგვიანებთ, შენობის შესასვლელში სხვას შეეფეთეთ, რომელიც ასევე სადღაც მიიჩქარის, დაუთმობთ გზას?
ა) ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, პირველმა იმან უნდა გაიაროს, ვინც მოასწრებს – 5
ბ) პირველი მე გავივლი – 0
გ) გზას დავუთმობ - 10
7. ოფისში ახალი თანამშრომელი მიიყვანეთ, როგორ მიგაჩნიათ, პირველად ვის უნდა წარუდგინოთ?
ა) არავის, თავად წარუდგება ყველას – 0
ბ) მხოლოდ ხელმძღვანელობას – 5
გ) აბსოლუტურად ყველას – 10
8. ელიტურ წვეულებაზე წარგადგინეს ადამიანთან, რომელიც თქვენი კონკურენტია, როგორ მოიქცევით?
ა) ვეტყვი, რომ მის შესახებ ბევრი მსმენია - 10
ბ) ვეტყვი, რომ სასიამოვნო იყო გაცნობა – 5
გ) მშრალად მივესალმები - 0
9. ფიქრობთ თუ არა, რომ არსებობს მამაკაცური და ქალური ქცევები?
ა) დიახ - 0
ბ) არ ვიცი - 5
გ) არა – 10
10. სტუმრად ყოფნისას შემოგთავაზეს სასმელი, რომელსაც ვერ იტანთ, როგორ მოიქცევით?
ა) ტაქტიანად ვიტყვი უარს – 10
ბ) კატეგორიულ უარს ვიტყვი მის დალევაზე – 0
გ) ცოტას მოვწრუპავ – 5
შეაჯამეთ ქულები:
0-45 ქულა – სამწუხაროდ, ის ადამიანი არა ხართ, ვისთვისაც ქცევის ნორმები რამეს ნიშნავს. ბევრს თქვენი ეშინია კიდეც, მავანნი კი უბრალოდ, უზრდელად მიგიჩნევენ, თუმცა ეს სულაც არ გიშლით ხელს, კარგად იცხოვროთ. თვლით, რომ ასეთ წვრილმანებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.
50-100 ქულა - თქვენთვის ზრდილობა, ტაქტი და საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ფიქრობთ, რომ ყველაფერს თავისი წესი და ფორმა აქვს. ასეთი ხასიათის გამო გარშემო მყოფები გაფასებენ, გენდობიან, სიამოვნებთ თქვენთან ურთიერთობა და ბევრისათვის თქვენს აზრსა და რჩევას დიდი მნიშვნელობაც აქვს.