28 მაისი, 2013
ოპტიკური ილუზიები - ჩაიტარეთ ფსიქოლოგიური ტესტი
თუ ილუზიები აქტიურად მოძრაობს - კარგი დასვენება გჭირდებათ. თუ ილუზიები ძალიან სწრაფად მოძრაობს - ფსიქიატრს უნდა მიმართოთ... აბსოლუტურად სტატიკური ნახატი მოძრავი გეჩვენება, სრულიად სწორი ხაზები - ტალღოვანი. ეს მხედველობითი აღქმაა, მხედველობითი ილუზიები, რომლებიც არა მხოლოდ აოგნებენ ადამიანს და ახალ შეგრძნებებს ანიჭებენ, არამედ თურმე ერთგვარი თერაპიაც ყოფილა, თვითშეცნობის საშუალება. ამ ყველაფერს თურმე გეშტალფსიქოლოგია ჰქვია და მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი იაპონელი აკიოში კიტაოკაა.

გეშტალფსიქოლოგია
(გერმანული Gestalt-იდან - ერთიანი ფორმა ან სტრუქტურა) გეშტალფსიქოლოგია XX საუკუნ
ის დასაწყისის ფსიქოლოგიური სკოლაა. ის 1912 წელს დააარსა მაქს ვერტჰეიმერმა. ფსიქოლოგიის ამოსავალი წერტილი ერთიანი სტრუქტურები, იგივე გეშტალტებია, მათ საკუთარი მახასიათებლები და კანონები აქვთ, ძირითადად, „დაჯგუფების კანონი“ და „ურთიერთობის კანონი“.

Ratingკრისტიან ფონ ერენფელსი, გეშტალფსიქოლოგიის ერთ-ერთი წინამორბედი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში უსვამდა ხაზს, რომ „ერთიანი - ერთგვარი რეალობაა, მისი ნაწილების ჯამისგან განსხვავებული“. გეშტალტი აღქმადი საგნების სივრცობრივ-თვალსაჩინოებრივი ფორმაა, რომელთა არსებითი თვისებების გაგება შეუძლებელია მათი ნაწილების თვისებების გაერთიანების გზით. ამის ერთ-ერთი მაგალითი მელოდიაა, რომელიც იმ შემთხვევაშიც შეიძლება იცნო მეხსიერების წყალობით, თუ მას სხვა ტონალობაში მოუსმენ.

„დაღლილობის ტესტები“
Ratingიაპონელი აკიოში კიტაოკა გეშტალფსიქოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც ფსიქოლოგიის ეს მიმდინარეობა ილუზიურ ნახატებში გამოსახა. ის კიოტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორია. მისი სპეციალიზაცია მხედველობით აღქმა და მხედველობითი ილუზიებია, ასევე მოძრაობითი ილუზიები, გეომეტრიული ფორმების, ფერების, სიმკვეთრისა და სხვა ვიზუალური მოვლენების აღქმა.

მსოფლიო აღიარება მოუტანა ოპტიკურმა ილუზიამ „მბრუნავი გველები“. 2006 წელს კი L’ORÉALArt & Science-ის კონკურსზე ოქროს პრიზი მიანიჭეს და მის შესახებ ყველა ალაპარაკდა, მისი ოპტიკური ილუზიებით კი უამრავი ადამიანი მოინუსხა.
როგორც აკიოში ამტკიცებს, ე.წ. მხედველობითი ილუზიების, მისი ნახატების მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, ეს ნახატები ეხმარება მას მისი შინაგანი განწყობის გარკვევაში.

Ratingიმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ნახატი სინამდვილეში სტატიკური გამოსახულებაა, მზერა უნდა შეაჩერო ნახატის ერთ რომელიმე უბანზე - მოძრაობა, რომელსაც მანამდე ხედავდი, შეწყდება. ეს გარწმუნებს, რომ ნახატის მოძრაობას ჩვენი წარმოსახვა ქმნის. ექიმი ამტკიცებს, რომ ილუზიები, ფაქტობრივად, უძრავია მშვიდი, გა-წონასწორებული, დასვენებული ადამიანისთვის.

Ratingთუ ილუზიები აქტიურად მოძრაობს - კარგი დასვენება გჭირდებათ. თუ ილუზიები ძალიან სწრაფად მოძრაობს - ფსიქიატრს უნდა მიმართოთ... ამიტომ არის, რომ ამ ნახატებს ბევრი „დაღლილობის ტესტს“ უწოდებს.

გადაავლეთ თვალი ამ ნიმუშებს და თქვენც ჩაიტარეთ ტესტი - ნახეთ, რამდენად გჭირდებათ დასვენება.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ლანა
აუ ძაან მაგარია. მაგრამ მე რომ მაგრად მიტრიალებს ე.ი. გიჟი ვაააააარ?:)
22:54 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS