13 ოქტომბერი, 2020
"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ..." - ნათია ფანჯიკიძე
კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ, ამ დრო­ის­თვის, 93 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყო­ვე­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­სას კი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გარ­დაც­ვლილს თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და. ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის 43 წლის მა­მა­კა­ციც არის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ პა­ცი­ენ­ტი იყო თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბით.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ "თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა სუ­ლე­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა."

"43 წლის კაცი გარ­დაც­ვლი­ლა კო­ვი­დით და ისევ თან­დმე­ვი და­ა­ვა­დე­ბაო, აუ­ჩე­მე­ბი­ათ. ჯერ ერთი, რომ თითო რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის თით­ქმის
99% -ს აქვს. რა სუ­ლე­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა ეს, ან თა­ვის და­სამ­შვი­დებ­ლად რა­ნა­ი­რად გა­მოდ­გე­ბა, ვერ გა­ვი­გე ვე­რაფ­რით.

კარ­გი, შენ არ გაქვს თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა და გა­დარ­ჩი, მაგ­რამ მარ­ტო ხომ არ ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე?!

ჩემ სიკ­ვდილს სულ არ აღ­ვიქ­ვამ ტრა­გე­დი­ად, ეგ იმან იდარ­დოს, ვი­საც და­ვაკ­ლდე­ბი. ჩემი ტრა­გე­დია ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე ყოფ­ნით მწვავ­დე­ბა, ვინც მიყ­ვარს და რო­დეს­მე მყვა­რე­ბია.

ისიც გა­სა­გე­ბია, რომ საფრ­თხის არ­და­ჯე­რე­ბა ფსი­ქი­კის თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მია და კი­ბა­ტო­ნო, ვი­სარ­გებ­ლოთ ამ მე­ქა­ნიზ­მი­თაც, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გვჯე­რა თუ არა საფრ­თხის რე­ა­ლუ­რო­ბის, არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე არ არ­სე­ბობს არც ხე­ლე­ბის და­ბა­ნა­ში და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში თვით ამ აუ­ტა­ნე­ლი პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­შიც კი", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS