19 აგვისტო, 2020
7 წლის ბიჭმა დაკარგული ლეგოს სათამაშო დაკარგვიდან 2 წლის შემდეგ ცხვირში იპოვა
7 წლის ბიჭმა ორი წლის წინ დაკარგული ლეგოს სათამაშოს ნაწილი ცხვირში იპოვა. სამირ ანვარმა, რომელიც ახლა 7 წლისაა ლეგო 2018 წელს ცხვირის ნესტოში შეაცურა და უკან ვეღარ გამოიტანა. შემთხვევა ახალ ზელანდიაში მოხდა.

სამირმა თავდაპირველად მშობლებს არაფერი უთხრა, ხოლო შემდეგ მომხდარზე მოუყვა, რის შემდეგაც ბიჭი ექიმთან წაიყვანეს. მოზარდს არაფერი სტკიოდა. მაშინ ექიმმა თქვა, რომ სათამაშო შესაძლოა, ცხვირიდან ბავშვის საჭმლის მომნელებელ ორგანოებში მოხვდა, გარეთ ამ გზით გამოვიდა და საშიში არაფერი იყო.

ამბავი ყველას დაავიწყდა, მაგრამ შემთხვევიდან ორი
წლის შემდეგ, უჩვეულო რამ მოხდა. ბავშვს მოულოდნელად ცხვირი ეტკინა და ამბობდა, რომ იქ რაღაც იყო. დედა მივიდა და იქ სათამაშო აღმოჩნდა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით გამოიტანეს.

"რა მაგარია, ჩემი ლეგო ვიპოვე, თქვენ მეუბნებოდით რომ აქ არ იყო, მაგრამ ხომ ხედავთ, ცხვირში ყოფილა", - ასე მიმართა გახარებულმა ბავშვმა მშობლებს.

მშობლებმა შვილი კვლავ წაიყვანეს კლინიკაში. ექიმები ვერაფრით ხსნიან, თუ როგორ მოხდა ეს და ამ დროის განმავლობაში როგორ იყო სათამაშო მოზარდის ცხვირში. მომხდარ ფაქტს მედიკოსები დაუჯერებელს უწოდებენ და მშობლებს უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მართალია, კონკრეტული შემთხვევა ბედნიერად დასრულდა, თუმცა მსგავსი რამ, რეალურად, უდიდესი საფრთხის შემცველია მოზარდის სიცოცხლისთვის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS