23 ივლისი, 2020
"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული პატარა გოგონა პოლიციამ იპოვა
აჭა­რა­ში, ბე­შუმ­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ტყე­ში და­ი­კარ­გა, პო­ლი­ცი­ამ იპო­ვა და მშობ­ლებს და­უბ­რუ­ნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს გო­გო­ნას ბებია რუსო ცინ­ცა­ძე ავ­რცე­ლებს და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"ღმერ­თო, ვიცი რომ ცოდ­ვი­ლი ვარ, მაგ­რამ ისიც ვიცი რომ გიყ­ვარ­ვარ და არ­სად არ მტო­ვებ, მად­ლო­ბა, ღმერ­თო, რომ გაგ­ვი­თე­ნე დილა და მგლე­ბის ლუკ­მა არ გაგ­ვხა­დე ტყე­ში... მად­ლო­ბა ბე­შუ­მის სა­მაშ­ვე­ლოს, სა­პატ­რუ­ლოს, ვინც დაგ­ვეხ­მა­რა დედა-შვილს, და ჩემი ემი­ლია თავ­ზე მე­ტად რომ მიყ­ვარს, მხრებ­ზე შე­მომ­ჯდა­რი სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­მიყ­ვა­ნეს. შინ მშვი­დო­ბით დაგ­ვაბ­რუ­ნეს...

წუთ­ში სა­მო­ცი
მად­ლო­ბაა ღმერ­თს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვინც გვერ­დში დაგ­ვიდ­გა.. სა­ხე­ლებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მოვ­თვლი­დი თუმ­ცა არ­ვი­ცი სამ­წუ­ხა­როდ.(ამ დი­ლით გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე რა გვე­ლო­და გუ­შინ რომ არა სა­პატ­რუ­ლო, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მე­დო პოს­ტად" - წერს ცინ­ცა­ძე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS