თამუნა ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას 11:00 საათზე გავიდა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია.
გოგონას ოჯახმა ეს ტრაგიკული ამბავი სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო, ისინი გოგონას მოსაძებნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აპირებდნენ წასვლას, რა დროსაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. ბაჩალიაშვილების საცხოვრებელ სახლთან დილიდან იმყოფებიან მეზობლები და ოჯახის ახლობლები. ისინი გოგონას ოჯახთან ერთად გეგმავდნენ მის მოსაძებნად წასვლას.
"როგორც ითქვა, იმ ადგილას
ბაჩალიაშვილების სახლთან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა, როგორც ამბობენ, გოგონას დედაა შეუძლოდ.