22 ივლისი, 2020
"როგორც ითქვა, იმ ადგილას იპოვეს, სადაც აქამდეც ეძებდნენ. აქამდე რატომ ვერ ნახეს?" - რა ხდება გარდაცვლილი გოგონას სახლთან?
5 დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში, მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სახ­ლი­დან შა­ბათ დი­ლას 11:00 სა­ათ­ზე გა­ვი­და ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" და მას შემ­დეგ ოჯახს მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია.

გო­გო­ნას ოჯახ­მა ეს ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი სულ ცოტა ხნის წინ შე­ი­ტყო, ისი­ნი გო­გო­ნას მო­სა­ძებ­ნად თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აპი­რებ­დნენ წას­ვლას, რა დრო­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დი­ლი­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი. ისი­ნი გო­გო­ნას ოჯახ­თან ერ­თად გეგ­მავ­დნენ მის მო­სა­ძებ­ნად წას­ვლას.

"რო­გორც ით­ქვა, იმ ად­გი­ლას
იპო­ვეს, სა­დაც აქამ­დეც ეძებ­დნენ თით­ქოს. აქამ­დე რა­ტომ ვერ ნა­ხეს?! გას­ცენ ამ­დენ ხალ­ხს პა­სუ­ხი. დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან".

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის სახ­ლთან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა გა­მოჩ­ნდა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გო­გო­ნას დე­დაა შე­უძ­ლოდ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS