09 ივლისი, 2020
რას ნიშნავს მაგიური რიცხვი "444" და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ?
ნუმეროლოგებს სჯერად რომ ციფრებსა და რიცხვებს, მათ კომბინაციებს განსაკუთრებული ძალა აქვთ და ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.

ზოგიერთი ადამიანი ტელეეკრანზე, მანქანის ნომრებზე და თუ სხვა ადგილებში ხშირად ხედავს რიცხვს "444".

ნუმეროლოგები მას "ანგელოზის რიცხვს" უწოდებენ და ამბობენ, რომ მას განსაკუთრებული დატვირთვა, ამავდროულად, მაგიური მნიშვნელობა აქვს.

ციფრი "4", თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ის წელიწადის დროების რაოდენობას განსაზღვრავს, განსაზღვრავს ასევე დედამიწის ელემენტების რაოდენობას (მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი), სამყაროს შექმნის მეოთხე დღეს ღმერთმა შექმნა მზე, მთვარე და
ვარსკვლავები. სწორედ ამიტომ, თვლიან, რომ ეს ციფრი უდიდეს მისტიკას შეიცავს.

ახლა გავიგოთ, რას ნიშნავს თუ "444"-ს ხშირად ხედავთ?

შესაძლოა, საათზე 4:44-ს ხედავთ ხშირად, ან ავტომობილის ნომრებზე და ა.შ, ნუმეროლოგთა მტკიცებით, ეს მფარველი ანგელოზისგან შეტყობინებად უნდა მიიღოთ, ის თქვენთან დაკავშირებას ცდილობს.

თუ ამ რიცხვს ხშირად ხედავთ, მფარველი ანგელოზი გატყობინებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების პერიოდი იწყება, ეს ნიშნავს, რომ მოხდება რაღაც, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე, მომავალზე, ან რთული სიტუაციიდან  გამოსავალს იპოვით, პრობლემებს დაძლევთ.

ეს მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში სინათლე გამოჩნდება და მალე პოზიტიური, წარმატები მომტანი სიახლეები იქნება. ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხართ, რომელსაც თავისი მფარველი ანგელოზი არასდროს შორდება და წარმატებისკენ უბიძგებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS