ვერძი - ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველაზე ლამაზი წარბის ფორმა გაქვთ, რომელსაც არანაირი ხელოვნური ჩარევა არ სჭირდება.
კურო - თქვენს ვიზუალში ყველაზე მომხიბვლელი ტუჩებია, რომლითაც ერთი შეხედვისთანავე იპყრობთ ყველას ყურადღებას.
ტყუპები - თქვენ საოცარი კანით გამორჩევით, რბილი და ხავერდოვანი კანი გაქვთ, რომელიც თვალშისაცემია.
კირჩხიბი - კირჩხიბებო, თქვენ ულამაზესი მუცელი გაქვთ და ამიტომაც, ხშირად უნდა ჩაიცვათ ტოპ მაისურები და თქვენი ბრტყელი, შთამბეჭდავი მუცელი გამოაჩინოთ. ეცადეთ, უფრო თამამები იყოთ.
ლომი - თქვენ ულამაზესი თმით გამოირჩევით სხვებისგან. შეუძლებელია ხარისხიანი, მბზინავი
ქალწული - ყველაზე მომხიბვლელი თქვენშიც, ტყუპების მსგავსად, კანია. გარდა იმისა, რომ ბუნებრივად გაქვთ ჯანსაღი კანი, ამავდროულად, დიდ ყურადღებას, დროს, ენერგიას და ფინანსებს უთმობთ მის მოვლას და შედეგიც სახეზეა.
სასწორი - სასწორებო, თქვენ მსოფლიოში ყველაზ თბილი და მოსიყვარულე ადამიანები ხართ და სწორედ იმიტომ, რომ სითბოს ასხივებთ, სხეულის ცალკეულ ნაწილს არავინ აღიქვამს, მთლიანად შარმიანი და მომხიბვლელი ხართ.
მორიელი - თქვენ საერთო ჯამში სექსუალური ვიზუალი გაქვთ და ეს ხიბლავთ გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად.
მშვილდოსანი - მშვილდებო, თქვენ ულამაზესი ხელებით გამოირჩევით, თხელი და ნატიფი თითები გაქვთ.
თხის რქა - თქვენი საუკეთესო ფიზიკური მახასიათებელი ფეხებია. ეცადეთ, ყოველთვის ისე ჩაიცვათ, რომ ხაზი გაუსვათ შთამბეჭდავ ფეხებს, რომელთა გამოც, ყველას მზერა თქვენკენ იქნება მომართული.
მერწყული - მერწყულებო, სხვებისგან ულამაზესი ფეხის ტერფებით გამოირჩევით.
თევზები - თვალები, შთამბეჭდავი თვალები და მომნუსხველი მზერა - თევზებო, ეს თქვენი მთავარი კოზირია, რომლითაც ყველა კარის გაღება შეგიძლიათ.