ფსიქოლოგები "ეშმაკი ადამიანების" იდენტიფიცირებისთვის 7 მთავარ ნიშანს გამოყოფენ და გირჩევენ, რომ თუ რომელიმე ნიშანი თქვენ გვერდით მყოფს შენიშნეთ, გაიქეცით მისგან და თავი მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ.
1. არ იღებს რეალობას და არასოდეს არაფერზე არ გეთანხმებათ
იცის სიმართლე, მაგრამ არ შეუძლია მისი მიღება, არ გეთანხმებათ არასდროს მიუხედავად
2. მუდამ მანიპულირებს და ამბების სათავისოდ გადაკეთება უყვარს
ასეთი ადამიანების ჩვევაა, რომ მაქსიმალურად შეცვალონ რეალობა და ის თავიანთ სურვილებს მოარგონ, ფაქტების შეცვლა მათი საყვარელი საქმიანობაა. ისინი ცდილობენ თემები კონტექსტიდან ამოგლიჯონ და ალტერნატიული ფაქტები შემოგთავაზონ.
3. გამუდმებით გიმალავენ რაღაცას
მათ უამრავი საიდუმლო აქვთ და თავიანთ ყველა მოქმედებას ასაიდუმლოებენ, ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაც თქვენ ზურგს უკან გააკეთონ და თუ აღმოაჩენთ მის მოქმედებებს, თუ აღმოაჩენთ, რომ რაღაც ცუდად გააკეთეს, თქვენ გადანაშაულებენ.
4. ყოველთვის იტყუება
ამ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ცხოვრება ტყუილის გარეშე. მათი რეალობა ტყუილებზეა აგებული. ტყუილების თქმა სიამოვნებას ჰგვრით.იტყუებიან იმიტომ, რომ მიიღონ სასურველი, იმიტომ, რომ მიიღონ სიამოვნება სხვების გასულელებით და თუ ტყუილში გამოიჭერთ, კიდევ ათასობით სხვა ტყუილს მოიგონებენ იმისთვის, რომ ეჭვები გაგიქარწყლონ.
5. არასდროს არ გრძნობენ თავს დამნაშავედ
რაც უნდა დააშავონ, არავითარ შემთხვევაში არ დაიდანაშაულებენ საკუთარ თავს და აუცილებლად იპოვიან გზას, რომ საკუთარი შეცდომები სხვებს გადააბრალონ. ასეთი ადამიანისგან მაქსიმალურად შორს გაიქეცით.
6. თავს არიდებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას
ის ცდილობს გაექცეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. შესაძლოა, ძალიან გატკინოთ გული, მაგრამ საკუთარი დანაშაული ამაში ვერ დაინახოს და მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება.
7. ისინი ყალბი ადამიანები არიან
ვერც კი მიხვდებით რამდენი ნიღაბი აქვთ მორგებული. საოცრად ყალბები არიან და ხშირად ორმაგი ცხოვრება აქვთ. სხვადასხვა ადამიანებთან სხვადასხვანაირები არიან და ნამდვილი სახის დანახვა შეუძლებელია.