ველოსიპედით ხშირი სეირნობა დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ სიჯანსაღეზე, ასევე ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, ის ამავდროულად საუკეთესო საშუალებაა წონაში დასაკლებად.
ვნახოთ ველოსიპედით სეირნობის 4 მთავარი სარგებელი:
1. სუფთა ჰაერი
როდესაც ველოსიპედით სეირნობთ, ეს გარდა ვარჯიშისა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შესაძლებლობასაც გაძლევთ. ყოველივე კი სასარგებლოა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური სიჯანსაღისთვისაც. სუფთა ჰაერზე დიდხანს
2. უმჯობესდება მეტაბოლიზმის ხარისხი
კვლევის მიხედვით, ველოსიპედით სეირნობის დროს უმჯობესდება მეტაბოლიზმის ხარისხი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად გქონდეთ თან წყალი და ხშირად დალიოთ იმისთვის, რომ ორგანიზმი არ გამოშრეს. ველოსიპედით სეირნობა წონაში დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა.
3. ველოსიპედით სეირნობა აძლიერებს ფეხებს
ამ დროს ფეხების კუნთები უფრო ძლიერდება და ჯანსაღდება. ძვლოვანი სისტემა ხდება უფრო მდგრადი და ჯანსაღი. ამიტომაც, ეცადეთ, რომ ხშირად იაროთ ველოსიპედით, თუმცა ამავდროულად, ხშირად დაისვენეთ ხოლმე, ჩაისუნთქეთ ღრმად და კვლავ გააგრძელეთ.
4. ველოსიპედით სეირნობა გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს
ველოსიპედით სეირნობა იდეალურია გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობისთვის. ამ დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რეგულირდება გულის მუშაობის რიტმი. ადამიანი, რომელიც ხშირად სეირნობს ველოსიპედით, გულის რაიმე დაავადების გაჩენის ნაკლები რისკის ქვეშაა.