19 ივნისი, 2020
რატომ არის წვიმაში სეირნობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო - 6 მიზეზი
მეცნიერები ამბობენ, რომ წვიმაში სეირნობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ისინი გამოყოფენ 6 მთავარ მიზეზს, სარგებელს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც, მომდევნო ჯერზე, როცა გაწვიმდება, აუცილებლად წახვალთ სასეირნოდ.

1. ასეთ დროს ჰაერი უფრო სუფთაა


კვლევით დადგენილია, რომ წვიმის დროს გარემო იწმინდება და ჰაერი უფრო სუფთა ხდება. წვიმაში სეირნობისას კი, შესაძლებლობა გეძლევათ, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ და გაჯანსაღდეთ.

2. წვიმის სურნელი ადამიანის განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს

ადამიანების უმეტესობას წვიმის სურნელის აღქმა შეუძლია, მისი სუნს გონებასა და სხეულზე დამამშვიდებელი
ეფექტი აქვს. წვიმის არომატს პეტრიქორს უწოდებენ. ეს სუნი მოდის ნიადაგიდან, გამომშრალი მცენარეებიდან და მის პროვოცირებას წვიმა იწვევს.

3. წვიმაში სეირნობა საუკეთესო ვარჯიშია

განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია წვიმაში ვარჯიში. კვლევით დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმი ასეთ დროს გაცილებით ძლიერი და ჯანსაღი ხდება.

4. წვიმაში ვარჯიშის შედეგად უფრო მეტ კალორიას წვავთ, ვიდრე მზიან ამინდში ვარჯიშისას

იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წვიმაში ვარჯიშის დროს მეტაბოლიზმი უმჯობესდება და უფრო მეტი კალორიების დაწვის შესაძლებლობა გეძლევათ. შესაბამისად, ვარჯიში წვიმაში უფრო ეფექტურია.

5. წვიმაში სეირნობა სასარგებლოა თმისა და კანისთვის

ეს საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა თმისა და კანის ტენიანობისთვის. ასეთ დროს კანი ჟანგბადით ივსება.

6.  წვიმაში სეირნობას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს

წვიმის დროს ქუჩები ნაკლებად ხმაურიანია, გარეთ  თითქმის არავინაა. შესაბამისად, საშუალება გაქვთ ისეირნოთ და დატკბეთ წვიმის ხმით, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და რელაქსაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თაკო
ჭუჭყიან წვიმაში სეირნობა არც კანისთვის და არც თმისთვის სარგებელი არ ექნება.
21:23 / 19-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS