მეცნიერები კოცნის 5 მთავარ სარგებელს გამოყოფენ:
1. კოცნა აუმჯობესებს იმუნიტეტს
ჟურნალ მედიქალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კოცნა აუმჯობესებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ორგანიზმი უფრო გამძლე ხდება ვირუსების მიმართ და სხვადასხვა გადამდები დაავადებისადმი უფრო მდგრადია.
2. კოცნა აუმჯობესებს ადამიანის შეგრძნებების უნარს
კოცნა ააქტიურებს სხვადასხვა რეცეპტორს და ადამიანს უფრო მეტად უვითარდება გემოს, ყნოსვის შეგრძნება. მეცნიერთა თქმით, კოცნის საშუალებით შესაძლებელია მიხვდეთ, რამდენად შეეწყობით
3. კოცნის საშუალებით წვავთ კალორიებს
სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ კოცნა ადამიანს კალორიების დაწვაში ეხმარება და წონაში დასაკლებად ის შესანიშნავი საშუალებაა. დადგენილია, რომ ერთ წუთიანი კოცნის შედეგად 2-დან 6 კალორიამდე იწვება.
4. კოცნა სახის კუნთებს უფრო ძლიერს ხდის
კოცნის პროცესში სახის კუნთოვანი ნაწილია ჩართული და ეს ერთგვარი ვარჯიშიც კი არის. შედეგად, სახის კუნთები უფრო ძლიერი ხდება და ახალგაზრდულ იერს უფრო დიდხანს ინარჩუნებს.
5. კოცნა განტვირთვის ბუნებრივი და საუკეთესო საშუალებაა
კვლევით დადგენილია, რომ კოცნა ზრდის ორგანიზმში ოქსიტოცინის დონეს, რაც ეხმარება ადამიანს მოეშვას, მოდუნდეს და განიტვირთოს. იზრდება ასევე ენდორფინების, ანუ ბედნიერების ჰორმონების ხარისხიც. ასე რომ, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს უფრო ხშირად აკოცოთ.