16 ივნისი, 2020
"რა ქორწინება, რის ნიშნობა - გადადეთ!.." - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსახლეობას აფრთხილებს
ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნენ სტროლოგიურ ცვლილებებზე მოსახლეობას აფრთხილებს

"ზეგ, 18 ივნის კირჩხიბის15°-ზე მერკური გახდება უკუსვლითი. იქამდე კი სტაციონარულია, ანუ გაჩერებულია ჯიუტად და ადგილიდან არ იძვრის.

როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი ოპტიკური ილუზიაა და სინამდვილეში მერკურიც ისევე აგრძელებს თავის ორბიტაზე სვლას, როგორც სხვა პლანეტები, თუმცა რადგან დედამიწელებისათვის ცაზე ასე ჩანს, ჩვენ კი ვიცით რომ "რაც ზევითაა. ისაა ქვევითაც", მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში არ ღირს:

არანაირი ახალი საქმის წამოწყება, მათ შორის საკუთარი ბიზნესისაც. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ მხოლოდ ძველს, და განაახლოთ.

ახალ სამსახურში არ გადავდივართ. ძველში თუ გიხმობენ დაბრუნდიო - ეგ შეიძლება.

არ შეიძლება მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და საბუთების გაფორმება, არც სასამართლოში შეგაქვთ საჩივარი, არც რეესტრში განცხადება. მოითმინეთ ცოტა ხანი.

უკვე რამოდენიმემ იკითხა და კიდევ გავიმეორებ აქაც - არ აიღოთ ვალები, შეეშვით კრედიტების გაფორმებას. დაბრუნება კი ბატონო - შეგიძლიათ.

არანაირი შორეული მოგზაურობები, ახლოსაც კი სწორი დრო უნდა შეირჩეს, მაქსიმალურად ხელსაყრელი.

რა ქორწინება, რის ნიშნობა - გადადეთ!

არ ვყუდულობთ ტექნიკას, არც მანქანებს. ჯერ არც არაფერს ვყიდით. მობილური გაგიფუჭდათ? - ითხოვეთ მეგობრისგან ძველი დროებით.

ახალ ნაცნობობებზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. თავში მოსული ბრწყინვალე იდეების ერთბაშად განხორციელებასაც ნუ შეეცდებით. ჩაიწერეთ - მერე გადახედავთ.

სწავლის დაწყებაც არარეკომენდებულია!

სამედიცინო კვლევებში შესაძლოა შეცდომები. გადადეთ.

რა იყო, არც ვისუნთქოთო? იკითხავს ალბათ ზოგიერთი. ისუნთქეთ , თანაც ღრმად. რამდენადაც პირბადე გაგიშვებთ (ეგ უკვე ჩემთან გადასაწყვეტი არაა)

ამ ყველაფრის გაკეთება ეკრძალებათ დირექტული მერკურის პატრონებს. რეტრო მერკურიანელები კი აჩქარდით - უნდა მოასწროთ 12 ივლისამდე და ჩაეტიოთ მჭიდრო ვადებში.

დანარჩენები ძველი საქმეების დასრულებით ვართ დაკავებულები. აი, ასე." - წერს ნოელი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლეილა
მართალია..თუუ ამტკიცებთ რაღაცეებს მიზეზიც უნდა თქვათ
19:04 / 20-06-2020
გამოხმაურება / 0 /
,
და მიზეზი თქვენ თვითონ იცით? ყველა სიტყვას თავის ახსნა აქვს და მიზეზი რაგაქვთ
16:26 / 19-06-2020
გამოხმაურება / 0 /
გიო
შარლატანი
02:56 / 18-06-2020
გამოხმაურება / 0 /
მარი
ასტროლოგია ცრუმეცნიერებაა, ასტროლოგები- აფერისტები.
16:40 / 17-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნაირა
ცოტა ხანი ანუ კონკრეტულად რა ვადაა ნაგულისხმები
00:45 / 17-06-2020
გამოხმაურება / 1 /
...
12 ივლისამდე
21:27 / 18-06-2020
TOPS