ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა აქვთ განცდა, თითქოს კონკრეტული ამბავი თავს ადრეც გადაგხდენიათ, ეს კი აფიქრებინებთ, რომ შესაძლოა, გასულ საუკუნეებშიც ცხოვრობდნენ.
მკვლევარები გამოყოფენ ექვს ნიშანს იმისას, რომ შესაძლოა თავადაც "ძველი სული" და წარსულის გადმონაშთი იყოთ.
1. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავენ
ასეთი ადამიანები, როგორც წესი სიბრძნით გამოირჩევიან, ძალიან ჭკვიანები არიან და
2. უყვართ მარტო ყოფნა
უყვართ მარტო ყოფნა, საკუთარ თავთან უფრო მეტი დროის გატარება. მათ ურჩევნიათ, რომ ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე განსაკუთრებულ ადამიანთან ჰქონდეთ, მათთან ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან.
3. განსაკუთრებულ კავშირს გრძნობენ ბუნებასთან
სამყაროს განსაკუთრებული აღქმა და შეგრძნება აქვთ, არ შეუძლიათ ბუნების წიაღში ყოფნის გარეშე და თავს ყველაზე ბედნიერად ბუნებასთან ახლოს ყოფნის დროს გრძნობენ. თუ თქვენ ასეთი ადამიანი ხართ, შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ წარსულშიც, საუკუნეების წინ ცხოვრობდით.
4. არ უჭირთ კომუნიკაცია
მართალია, მარტო ყოფნა მოსწონთ, მაგრამ ამავდროულად, ისინი შესანიშნავად ურთიერთობენ გარშემო მყოფებთან. არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ისინი საერთო ენას ვერ გამონახავენ.
5. შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება
იმის გამო, რომ წინა ცხოვრებაში, სადღაც, რომელიმე საუკუნეში ცხოვრობდნენ, დიდი გამოცდილება დაუგროვდათ და გადაწყვეტილებების მიღების უნარი გამოუმუშავდათ. ასეთ ადამიანებს მარტივად შეუძლიათ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება და თუ თქვენც ასეთი ხართ, შესაძლოა, წარსულში ცხოვრობდით და ძველი ეპოქიდან ახალში რეინკარნირდით.