კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 79%-ს ყავისფერი თვალები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაზე გავრცელებული ფერია. ასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანები თავდაჯერებულები არიან და შეუძლიათ თავად, სხვების დახმარების გარეშე მართონ საკუთარი ცხოვრება. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებზე, სხვებთან შედარებით, ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს და უფრო სწრაფად თვრებიან. არიან გონებამახვილები და აქვთ ძალიან სწრაფი რეაქციები.
თუ შავი თვალები გაქვთ
თქვენ ბუნებით ლიდერი ხართ. მცირედით არასდროს არ კმაყოფილდებით. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგაქვთ.
თუ მწვანე ფერის თვალები გაქვთ
სრულყოფილებისკენ მიისწრაფვით და სხვებშიც სრულყოფილებას ეძებთ. პერფექციონისტი ხართ. მაგრამ ხშირად იმედგაცრუებული რჩებით, რადგანაც ხვდებით, რომ გარშემო სრულყოფილი არაფერია. თვალის ფერის გამო ხშირად ხართ ყურადღების ცენტრში და ძალიან მოგწონთ ეს. თავს ბედნიერად გრძნობთ, როცა გარშემო მყოფთა მზერა თქვენკენაა მომართული. კრეატიულობით გამოირჩევით და ყველა საქმეს შემოქმედებითად უდგებით, ეს თქვენი წარმატების მთავარი გასაღებია.
თუ ცისფერი თვალები გაქვთ
თქვენ ყველაზე ძლიერი ადამიანები ხართ მსოფლიოში. ასევე მიიჩნევენ, რომ ცისფერთვალება ადამიანები განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი და მათ ისეთი ამოცანების გადაჭრა შეუძლიათ, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. ცისფერთვალება ადამიანები ემოციების მართვის ოსტატები არიან და არ ახასიათებთ დეპრესიულობა. ისინი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც ახერხებენ პოზიტიური განწყობისა და მომავლის იმედის შენარჩუნებას.