ერთ-ერთი ყველაზე უტაქტო კითხვა წონას უკავშირდება - "როგორ მოგიმატია წონაში", "რა მსუქანი ხარ".
სამწუხაროდ, ადამიანები ზოგი შეგნებულად, ზოგიც დაუფიქრებლად ამბობს მსგავს წინადადებებს და მათ ადრესატებს გულს ძალიან სტკენენ.
ფსიქოლოგების თქმით, ისეთი პასუხები უნდა გასცეთ, რომ ვეღარასდროს გაგიბედონ მსგავსი კითხვების
1. "ჩემი სხეული და წონა შენ არ გეხება."
2. "კი, მსუქანი ვარ და რა პრობლემაა?"
3. "შეიძლება პუტკუნა ვარ მაგრამ, მთავარია, რომ უზრდელი არ ვარ."
4. "თუ მოვინდომებ, მე მოვიშორებ ზედმეტ კილოგრამებს, შენ კი, ყოველთვის უტაქტო იქნები"
5. "მართლა? პუტკუნა ვარ? იცი, ასევე ვარ ჭკვიანი, კეთილი და არასდროს ვკიცხავ სხვებს."
6. "კი, წონაში მოვიმატე და მერე...?"
7. "მე ძალიან ბედნიერი ვარ და შენ? შეგიძლია იგივეს თქმა?"
8. "უკაცრავად, რამე მითხარი?"
9. "რატომ გინდა, თავი ცუდად მაგრძნობინო? სერიოზულად, მართლა მაინტერესებს."
10. "ცხოვრება ისედაც რთულია, არ მსურს შენს სისულელეებს ვუსმინო."