02 ივნისი, 2020
„ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას“ - ივნისის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი ივ­ნი­სის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს გვთა­ვა­ზობს. აი, რა უნდა იცოდ­ნენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­მა მომ­დევ­ნო ერთი თვის შე­სა­ხებ:

" მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა:

5 ივ­ნი­სი -
სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა
21 ივ­ნი­სი - ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის რგო­ლუ­რი დაბ­ნე­ლე­ბა

ივ­ნის­ში იქ­ნე­ბა ორი დაბ­ნე­ლე­ბა - მთვა­რის (5 ივ­ნი­სი) და მზის (21 ივ­ნისს). ამ სა­რო­სის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი [სა­რო­სი - მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბის პე­რი­ო­დი ერთი და იმა­ვე თან­მიმ­დევ­რო­ბით] ას­ტრო­ლო­გი­უ­რად გა­ნი­მარ­ტე­ბა რო­გორც: "შე­ზღუდ­ვა, თავ­შე­კა­ვე­ბა, გან­შო­რე­ბა და ილუ­ზია". ასე რომ, ამ პე­რი­ოდ­ში
გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებს უბიძ­გებს არას­წო­რად შე­ა­ფა­სონ შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

ივ­ნი­სი - 2020 წლის ერთ ეტაპს შე­ა­ჯა­მებს და ახა­ლი ეტა­პის სა­წყი­სი გახ­დე­ბა ეს იქ­ნე­ბა წლის ერ­თგვა­რი შუა წერ­ტი­ლი, პიკი, რო­დე­საც წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ტენ­დენ­ცი­ე­ბი შე­ჯამ­დე­ბა და ახა­ლი რე­ა­ლო­ბა შე­იქ­მნე­ბა. სწო­რედ ივ­ნი­სი და ივ­ლი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­და (კი­დევ ერთი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა 5 ივ­ლისს) გა­ნა­პი­რო­ბებს 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა (ეს ეხე­ბა რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას).

დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი ემ­თხვე­ვა რეტ­რო-ვე­ნე­რას (25 ივ­ნი­სამ­დე) და რეტ­რო-მერ­კურს (18 ივ­ნი­სი­დან - 12 ივ­ლი­სამ­დე), ასე­ვე ამას ემა­ტე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი, ნეპ­ტუ­ნი (23 ივ­ნი­სი­დან) და პლუ­ტო­ნი. ამ­რი­გად ივ­ნი­სი შე­საძ­ლოა იქ­ცეს ერ­თგვარ ტურ­ბუ­ლენ­ტურ სივ­რცედ, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­და­ლახ­ვა­ზეც იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია საქ­მე­ე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი თუ პრო­ცე­სე­ბი და­მუხ­რუჭ­დეს, გა­ი­წე­ლოს ან გა­და­ი­დოს. თუმ­ცა ამ პე­რი­ოდს ერთი და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­აც ახ­ლავს - ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და და­ი­წყე­ბენ მათ გა­მოს­წო­რე­ბას. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჩ­ნდეს მოვ­ლე­ნე­ბის ახ­ლე­ბუ­რად შე­ფა­სე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ან სა­ერ­თოდ გა­და­ფა­სე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

ივ­ნი­სი შე­იძ­ლე­ბა გავ­ყოთ ორ ნა­წი­ლად 1-20 ივ­ნი­სი და 21-30 ივ­ნი­სი. სწო­რედ პირ­ვე­ლი დე­კა­დის და შემ­დგომ უკვე მე­სა­მე დე­კა­დის და­სა­წყის­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლებ­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი . ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვა უფრო ივ­ნი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში არის სა­სურ­ვე­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად 7-15 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში. სწო­რედ ივ­ნი­სის მე­ო­რე კვი­რა შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ შე­და­რე­ბით პო­ზი­ტი­ურ პე­რი­ო­დად, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ყვე­ლა­ზე უფრო იოლი იქ­ნე­ბა.

21 ივ­ნისს ერ­თბა­შად სამი ას­ტრო­მოვ­ლე­ნა მოხ­დე­ბა - მზე გა­და­ვა კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის რგო­ლუ­რი დაბ­ნე­ლე­ბა. ეს დაბ­ნე­ლე­ბა და­ი­წყე­ბა აფ­რი­კა­ში, გა­და­ივ­ლის არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს, პა­კის­ტანს, ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ე­თის, ინდო-ჩი­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს და წყნარ ოკე­ა­ნე­ში დას­რულ­დე­ბა (თუმ­ცა მზის დაბ­ნე­ლე­ბის და­ნახ­ვა 111 ქვეყ­ნი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან). ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ეს მზის დაბ­ნე­ლე­ბა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს არა მხო­ლოდ მას­შტა­ბურ, არა­მედ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზეც კი (გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ 19-21 მარტს, 20-22 ივ­ნისს, 21-23 სექ­ტემ­ბერს და 20-22 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი). მო­ი­მა­ტებს ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მხო­ლოდ 12 ივ­ლი­სის შემ­დეგ გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ივ­ნი­სის ბო­ლოს 2020 წლის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­დე­ბა - 28 ივ­ნისს მარ­სი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე ეს პე­რი­ო­დი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­ი­თხოვს სი­მა­მა­ცის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის, მი­ზან­სწრაფ­ვის და აქ­ტი­უ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნას. თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ი­მა­ტებს იმ­პულ­სუ­რო­ბის, უხე­შო­ბის და აგ­რე­სი­ის ალ­ბა­თო­ბა. მარ­სის ამ ინ­გრე­სი­ის გამო მთე­ლი 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი, დი­ნა­მი­კუ­რი და და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში მზე ან მარ­სი გა­აჩ­ნი­ათ, ანუ მზით ან მარ­სით ვერ­ძე­ბის­თვის).

ას­ტრო­კა­ლენ­და­რი

* 5 ივ­ნი­სი - სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა­ა­რა მხო­ლოდ 5, არა­მედ 3-7 ივ­ნი­სი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს, რო­გორც ივ­ნი­სი არის 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის "კა­რიბ­ჭე", ისე ეს დღე­ე­ბი არის ივ­ნი­სის "კა­რიბ­ჭე", ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს დღე­ე­ბი წინ­და­ხე­დუ­ლად გა­ვი­ა­როთ. მო­ი­მა­ტებს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის, კონ­ფლიქ­ტე­ბის და ავა­რი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა. პრობ­ლე­მე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლურ მიდ­გო­მას მო­ი­თხო­ვენ, რად­გან ემო­ცი­უ­რი მიდ­გო­მა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას.

* 18 ივ­ნი­სი - მერ­კუ­რი: რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. ამ დღი­დან აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სი უფრო წარ­სულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა. 17-19 რი­ცხვე­ბი ივ­ნი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზის­თვის სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დია. გაჩ­ნდე­ბა ძვე­ლი, და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის და მათი გაგ­რძე­ლე­ბის სცე­ნა­რის მო­ძი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. თუმ­ცა მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­თულ­დეს ახა­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვა და ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

* 21 ივ­ნი­სი -
მზე > კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის რგო­ლუ­რი დაბ­ნე­ლე­ბა­ეს ნე­ბის­მი­ერ წელს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა, რად­გან ეს არის ზა­ფხუ­ლო­ბის ნა­ბუ­ნი­ო­ბა. ამას ემა­ტე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა. ამი­ტომ ეს დღე შექ­მნის ახალ ორი­ენ­ტი­რებს და ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. 20-22 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში არ არის სა­სურ­ვე­ლი ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. თუმ­ცა სა­სი­კე­თოა ძვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან, ში­შე­ბის­გან და კომ­პლექ­სე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

* 23 ივ­ნი­სი - ნეპ­ტუ­ნი: რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა­ივ­ნი­სის მე­სა­მე დე­კა­და­ში ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნა. ამ პე­რი­ოდ­ში მისი სიჩ­ქა­რე მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა, ანუ გახ­დე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი, რაც მის გავ­ლე­ნას კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს. გაზ­რდის ილუ­ზი­ე­ბის და დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბას. ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლია გან­ვი­თა­რე­ბის ნელი ტემ­პი და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წინსვლა, რათა შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს. თუმ­ცა ეს დღე (+/- 3 დღე) სა­სი­კე­თოა ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და­ლა­გე­ბის­თვის, არე­უ­ლი საქ­მე­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის­თვის, წარ­სუ­ლის ანა­ლი­ზის­თვის და დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის.

* 25 ივ­ნი­სი - ვე­ნე­რა: დი­რექ­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ვე­ნე­რა და­ი­წყებს დი­რექ­ტი­უ­ლად მოძ­რა­ობს. ეს სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. მო­სა­ლოდ­ნე­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, მო­ა­ხერ­ხონ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა და და­ლა­გე­ბა.

* 28 ივ­ნი­სი -
მარ­სი > ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში - ეს 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­აა. ენერ­გი­ის, საქ­მი­ა­ნო­ბის და ბრძო­ლის პლა­ნე­ტა - მარ­სი გა­და­ვა მის­თვის მე­ტად სა­სი­კე­თო და და­დე­ბით ნი­შან­ში ვერ­ძში და ის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გამო 2021 წლის 6 იან­ვრამ­დე დარ­ჩე­ბა (ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი). მარ­სის ასე­თი გან­ლა­გე­ბის დროს იმა­ტებს კა­მა­თის, კონ­ფლიქ­ტე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის და ტე­რაქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის ივ­ნის­ში ზო­გა­დად სა­სი­კე­თო დღე­ე­ბია:

ვერ­ძი : 1, 5, 9, 14, 19, 24, 28

კურო : 4, 8, 13, 17, 22, 27

ტყუ­პე­ბი : 1, 5, 9, 14, 20, 25, 29

კირჩხი­ბი : 4, 8, 13, 17, 21, 26, 30

ლომი : 2, 6, 10, 14, 20, 24, 29

ქალ­წუ­ლი : 3, 7, 1, 17, 21, 26, 30

სას­წო­რი : 2, 6, 10, 15, 20, 25, 29

მო­რი­ე­ლი : 3, 7, 11, 16, 22, 26

მშვილ­დო­სა­ნი : 1, 6, 10, 15, 19, 25, 29

თხის რქა: 4, 8, 12, 18, 23, 27

მერ­წყუ­ლი : 1, 5, 9, 15, 19, 24, 28

თევ­ზე­ბი : 4, 8, 12, 18, 23, 27

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS