01 ივნისი, 2020
როგორ უნდა გამდიდრდეთ - საუკეთესო რჩევები მილიონერებისგან
ადამიანების უმეტესობა ოცნებობს გამდიდრებაზე, მაგრამ გამდიდრებას მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს, ისინი, ვინც ფუჭ ოცნებას, მოქმედებას ამჯობინებენ. მილიონერები გირჩევენ, თუ რა უნდა გააკეთოთ გამდიდრებისთვის. მათი თქმით, შეიძლება მილიონერები ვერ გახდეთ, მაგრამ თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ.

1. იზრუნეთ განათლების მიღებაზე

გახსოვდეთ, რომ განათლება ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამსახურს, განათლება ნიშნავს უფრო გონება გახსნილობას, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს ადამიანს, რომ გენიალური იდეები გაუჩნდეს.  განათლება არის ფუნდამენტი ყველაფრის.  თანამედროვე ტექნოლოგიები იდეალურ შესაძლებლობას გაძლევენ იმისთვის, რომ
თვითგანათლებაზე იზრუნოთ და სხვების დახმარების გარეშე შეიძინოთ ცოდნა.

2. დაიწყეთ ფულის დაზოგვა

უმნიშვნელოვანესია, რომ დანაზოგი გქონდეთ, თუ აქამდე არ აგროვებდით, დაიწყეთ დღესვე. როცა დანაზოგი გაქვთ, ეს სტაბილურობის განცდას გმატებთ და გრძნობთ, რომ ფინანსურად მყარად ხართ, იმედი გაქვთ და არ გეშინიათ სირთულეების, რომელიც სამწუხაროდ, თან ახლავს ცხოვრებას.

3. კრედიტი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში აიღეთ

თუ დასასვენებლად გინდათ წასვლა და კრედიტს ამის გამო იღებთ, თუ ძვირადღირებული ფეხსაცმლის, ან კაბისთვის ფული არ გყოფნით და ამისთვისაც ბანკიდან სესხი გამოგაქვთ, ვერ გამდიდრდებით და პირიქით, თანდათან თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. ამიტომაც, მაქსიმალურად აარიდეთ კრედიტის აღებას  თავი და ის გამოიყენეთ გადაუდებელი აუცილებლობის დროს, ან მაშინ, თუ ფულის დაბანდება რაიმე საქმისთვის გჭირდებათ.

4. ეცადეთ ინვესტიცია ჩადოთ ბევრ სხვადასხვა საქმეში

დაიწყეთ მცირე ინვესტირებით და ეცადეთ, რომ ინვესტიცია ბევრ სხვადასხვა საქმეში ჩადოთ. გამდიდრების გზაზე ეს აუცილებელია. შეადგინეთ გეგმა, აწარმოეთ ცხრილი და კარგად დათვალეთ ხარჯი და შემოსავლები.

5. მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით და გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან

სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ ფინანსებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჰკითხეთ აზრი კომპეტენტურ ადამიანებს. რჩევის მიღება სირცხვილი არ არის და ეს არ გაკნინებთ. მოუსმინეთ სხვებს, დაფიქრდით და ამის შემდეგ თავად მიიღეთ გადაწყვეტილება. როცა ადამიანი ასე მოქმედებს, როგორ წესი, ის მარტივად აღწევს ფინანსურ წარმატებას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS