29 მაისი, 2020
"მოერიდეთ წელს ბავშვების ზღვაზე წაყვანას" - პედიატრი ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება
პედიატრი ინგა მამუჩიშვილის, რომლის რჩევებსაც მშობლების დიდი ნაწილი ენდობა, სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ედიატრი მშობლებს ურჩევს, რომ წეელს მოერიდონ ბავშვების ზღვაზე წაყვანას:

"მე პირადად და უამრავი ჩემი კოლეგის აზრიც ვიცი, წელს, მოვერიდებით ბავშვების წაყვანას ზღვაზე,

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კვლევით არ დასტურდება სარს-ცოვ-2-ის წყლით გადაცემა! თუმცა იქ უამრავი სხვა ფაქტორი შეიძლება იყოს სარისკო!

თუ ვინმეს სახლი აქვს ზღვისპირეთში, რას ვიზამთ, მაგრამ ჯობია უფრო სოფლებსა და მთაში გავემგზავროთ, ვისაც სად შეუძლია!

თუმცა, თუ კატეგორიულად გინდათ
წასვლა ზღვაზე, წაბრძანდით და მკაცრად დაიცავით ყველა რეკომენდაცია! ვირუსის აქტივობა მინელდა, მაგრამ ის არსად არ წასულა და შორიდან გვითვალთვალებს რამდენად კარგად მოვიქცევით" - წერს პედიატრი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS