27 მაისი, 2020
რატომ გეუბნებათ მამაკაცი სექსზე უარს - 3 მიზეზი
სასიყვარულო ურთიერთობა ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც დასაწყისში იყო და ხშირად ხდება ისე, რომ რომელიმე პარტნიორს საყვარელ ადამიანთან სექსი აღარ უნდება.

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. თუ თქვენს საყვარელ მამაკაცს თქვენთან სექსი აღარ უნდა და დიდი ხანია უარს გეუბნებათ, პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოფხვრათ.

ურთიერთობების ექსპერტები გამოყოფენ სამ მთავარ მიზეზს, რომელთა გამოც, შესაძლოა, მამაკაცს თქვენთან სექსი აღარ უნდოდეს.

1. მას საკუთარ თავთან სურს დარჩენა, საკუთარი სივრცე სჭირდება

არის მომენტები, როცა "მას" საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურს,
გადაღლილია და ყველასა და ყველაფრისგან უნდა გაქცევა, ასეთ მომენტში მას თქვენთან სექსზე ფიქრის თავი არ აქვს, ამიტომაც, შესაძლოა უარს სწორედ ამიტომ გეუბნებოდეთ. დაფიქრდით, თავადაც ხომ გჭირდებათ ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, მიეცით მასაც იგივე შესაძლებლობა და ნუ ჩავარდებით პანიკაში.

2. მას სხვა ქალი ჰყავს

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პარტნიორი სექსზე უარს გეუბნებათ, შესაძლოა ის იყოს, რომ მას სხვა ქალი შეუყვარდა. როცა კაცს სხვა ქალი უყვარს, როგორც წესი, მას სექსი თქვენთან აღარ მოუნდება. ის სხვაზეა კონცენტრირებული. როცა მის გონებაში სხვა ქალია, არათუ სექსი, არამედ თქვენი ხმის გაგონებაც კი აღარ უნდა. ვწუხვართ, მაგრამ შესაძლოა, მიზეზი ესეც იყო.

3. მას აღარ აღაგზნებთ

სამწუხაროდ, ურთიერთობაში ხშირად ხდება ისე, რომ რომანტიკული პარტნიორისთვის სასურველი აღარ ხართ, აღარ აღაგზნებთ და ამიტომაც, სექსზე უარს გეუბნებათ. სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც კაცი თქვენთან სექსის სურვილს კარგავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS