ყველა ადამიანში ეს საკითხი ინდივიდუალურია და განსხვავებულია. სექსოლოგების თქმით, კაცებში აღგზნების ხარისხი და სექსის სურვილის ხარისხი დამოკიდებულია ტესტოსტერონზე.
რაც უფრო მაღალია ტესტოსტერონის მაჩვენებელი, უფრო მეტად სურს მამაკაცს სექსი. კაცებში ტესტოსტერონის მაჩვენებელი გარდა სექსის სურვილისა სხვა საკითხებზეც არის პასუხისმგებელი.
ტესტოსტერონის დაბალმა მაჩვენებელმა მამაკაცში შესაძლოა, გამოიწვიოს ძვლების პრობლემა და გავლენა მოახდინოს განწყობაზე. კაცის უხასიათობის მიზეზიც,
ტესტოსტერონი აუცილებელია კუნთოვანი მასის ზრდისთვისაც.
ტესტოსტერონის დონე მამაკაცის ორგანიზმში უმაღლეს ნიშნულს მაშინ აღწევს, როცა ის 20 წლისაა, ხოლო დროთა განმავლობაში მცირდება.
ის, თუ რამდენად ხშირად უნდება მამაკაცს სექსი, ან რამდენად ხშირად ფიქრობს მასზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მის ასაკზეც. როგორც აღვნიშნეთ, ასაკის მატებასთან ერთად, ტესტოსტერონის დონე იკლებს, თუმცა არსებობს მეთოდები მისი დონის ასამაღლებლად.
ეს მეთოდებია:
1. სპორტდარბაზში სიარული და რეგულარული ვარჯიში - მისი საშუალებით მნიშვნელოვნად იზრდება ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე, განსაკუთრებით კი იმ ვარჯიშების შედეგად, რომლის მიზანიც კუნთების გაზრდაა.
2. D ვიტამინი - ის ამაღლებს მამაკაცში ტესტოსტერონის დონეს და უფრო აქტიურს ხდის სექსუალური თვალსაზრისით. ამიტომ, მედიკოსები რეკომენდაციას უწევენ მზის აბაზანების მიღებას.
3. ძილი - უძილობა ადამიანს ბევრ პრობლემას უქმნის და მათ შორის, სექსუალური აქტიურობის კუთხითაც. ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათის განმავლობაში უნდა ეძინოს იმისთვის, რომ სექსის სურვილი ჰქონდეს. თუ თვლით, რომ სექსი ძველებურად აღარ გინდებათ, შესაძლოა, ეს უძილობასთან იყოს დაკავშირებული.