თუ უკვე მზად ხართ, ნახეთ პასუხები:
1. თუ პირველი ბანქო აირჩიეთ
ის გეუბნებათ, რომ დროა ახალი რამ დაიწყოთ, რომ გამოიყენოთ ის უამრავი შესაძლებლობა, რომელსაც სამყარო გთავაზობთ. თუ ასე მოიქცევით, წარმატება გარდაუვალია. იპოვეთ შინაგანი ძალა და გამბედაობა, დაძლიეთ შიშები და დაიწყეთ სრულიად ახალი ცხოვრება. მოგეცემათ შანსი ახლის შესწავლის, საცხოვრებლად ახალ ადგილზე გადასვლის, ან ახალი სიყვარულის პოვნის, თუმცა ეს უნდა დაინახოთ. მთავარი
2. თუ მეორე ბანქო აირჩიეთ
ის გაჩვენებთ, რომ კონცენტრირება საკუთარ თავზე, პირად კეთილდღეობაზე უნდა მოახდინოთ. გააკეთეთ ყველაფერი იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, გაჯანსაღდით როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დაკავდით მედიტაციით და ეძებეთ ბედნიერება წვრილმანებში. კარგად გამოიძინეთ, ხშირად იარეთ ბუნების წიაღში, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.
3. თუ მესამე ბანქო აირჩიეთ
ის გეუბნებათ, რომ დროა თავი დააღწიოთ მოსაწყენ ყოველდღიურობას, რუტინულ ცხოვრებას და ცოტა გართობაზე, თავგადასავლებზე იფიქროთ, ახალი ჰობით დაკავდეთ. ასე თავს დააღწევთ დეპრესიას და ცხოვრებაში ჰარმონიას იპოვით. შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც უკეთესი ცხოვრებისკენ გიბიძგებთ.
4. თუ მეოთხე ბანქო აირჩიეთ
ეს მიუთითებს, რომ მოულოდნელად წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ და მწვერვალზე აღმოჩნდებით. უბრალოდ დატკბით ამით, ისიამოვნეთ საკუთარი ნიჭით, შესაძლებლობებით და აჩვენეთ სხვებს თქვენი ძალა. თქვენს სიბრძნეს გარშემომყოფები ახლა განსაკუთრებით დააფასებენ და ადამიანები თქვენთან რჩევის მისაღებად მოვლენ.