ამ პერიოდში მოსალოდნელია გაგიჩნდეთ გარკვეული სურვილები (რომლებიც მანამდე არ გქონიათ) ან გაგიჩნდეთ ინტერესები, ადრე სადღაც ამოვიკითხე ფრაზა რომ სამყარო ჩვენ მინიშნებებით გველაპარაკება, მინიშნებები არის სამყაროს ენა ჩვენ თუ ვაკვირდებით მინიშნებებს ჩვენს ცხოვრებაში და ვცდილობთ ავხსნათ საბოლოოდ შევალთ დიალოგში სამყაროსთან.
მაშ ასე დავიწყოთ.
ვერძი --- ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ად
კურო --- ამ პერიოდის მიზანი და ამოცანა კუროს ცხოვრებაში არის რწმენის და შინაგანი ფილოსფიის ფორმირება, მეტად სასარგებლო იქნება რელიგიური ან ფილოსოფიური და ეზოთერული ლიტერატურის კითხვა მოსალოდნელია მეტად სასარგებლო მინიშნებები კუროებთან ამ გზით მოვიდეს.
ტყუპები --- ამ პერიოდის მინიშნებები ტყუპებს დაეხმარება ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, მეტიც მოსალოდნელია საკუთარ თავში აღმოაჩინონ ფსიქოლოგის ნიჭი და არა მარტო საკუთარი ფსიქოლოგიის კორექტირება მოახდინონ არამედ სხვებსაც დაეხმარონ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, ამ პერიოდში მოხდება ტყუპების პოზიტიური ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია. მეტად სასარგებლო იქნება ფსიქოლოგიური ლიტერატურის კითხვა მეტად მნიშვნელოვანი მინიშნებები მოსალოდნელია ამ გზით მოვიდეს მათთან, ამ პერიოდის მნიშნებები აგრეთვე მანამდე საიდუმლოებით მოცულ და აქტუალურ გარემოებებზე აუხელს ტყუპებს თვალს.
კირჩხიბი --- ამ პერიოდის მინიშნებები დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ნებისმიერ ურთიერთობებში წარმატებების მიღწევის გზები (მათ შორის სასიყვერულო ან ოჯახური), თუ დაოჯახებული არ ხართ მოსალოდნელია მინიშნებებმა პირად ურთიერთობებში წარმატებების მიღწევაში შეგიწყოთ ხელი ხოლო თუ დაოჯახებული ხართ ამ პერიოდის მნიშნებები ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზაციაზე მოახდენს დადებით გავლენას. მეტად სასარგებლო იქნება თქვენთვის ხელოვნებასთან კონტაქტი, შეიძლება ითქვას რომ მეტად მნიშვნელოვანი მინიშნებები ამ მხრივ მოსალოდნელია თქვენთან ამ გზით მოვიდეს, ისე რომ იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა, უყურეთ ფილმებს, უსმინეთ მუსიკას. თუ თქვენ ეცდებით აღმოაჩინოთ თქვენში ხელოვნებსი ნიჭი მოსალოდნელია ამ მხრივაც წარმატებული აღმოჩნდეს ეს პერიოდი.
ლომი --- მინიშნებები ამ პერიოდში გიკარნახებთ ჯანმრთელობის გაკაჟების და პროფესიონალიზმის ამაღლების გზებზე, მოსალოდნელია ახალი პროფესიაც აღმოაჩინოთ თქვენთვის სადაც წარმატებებს მიაღწევთ. გირჩევთ იკითხოთ სამედიცინო ლიტერატურა, ხშირად უყუროთ სამედიცინო გადაცემებს, აითვისოთ სხვა და სხვა გამაჯანსაღებელი სისტემები.
ქალწული --- ამ პერიოდში მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს გატაცებას (ჰობის) მეტად სასარგებლო მინიშნებები თქვენთან მოსალოდნელია ამ გზით მოვიდეს, თუ რაიმე გატაცება არ გაქვთ, მოსალოდნელია ამ პერიოდში აღმოაჩინოთ ეს. აგრეთვე არ არის გამორიცხული თქვენი გამოცდილება გატაცების სფეროში მეტად აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანისთვის გაუზიარეთ ეს გამოცდილება სხვებსაც ამან მოსალოდნელია მოგიტანოთ ავტორიტეტი თქვენი ჰობის სფეროში და გააძლიეროს თქვენდამი სიმპათიები.
სასწორი --- განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თქვენთვის ისტორიული ლიტერატურის კითხვა, ისტორიულ თემატიკაზე ფილმების ყურება, მნიშვნელოვანი მინიშნებები მოსალოდნელია ამ გზით მოვიდეს თქვენთან. შეგიძლიათ დაუთმოთ დრო სახლის ინტერიერს ან ნებისმიერ საკითხებს რომლებიც უძრავ ქონებას უკავშირდება, ამ პერიოდის მნიშნებები მოსალოდნელია წარმატებების მომტანი აღმოჩნდეს აგრეთვე სახლთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში.
მორიელი --- ამ პერიოდის მნიშნებები მიგითითებთ სფეროზე სადაც საჭიროა თქვენი ცოდნის გაღრმავება, სასიკეთო წელია რაიმეს შესწავლის წამოსაწყებად, გირჩევთ იკითხოთ მეტი, დრო დაუთმოთ ინფორმაციას მეტად სასიკეთო მინიშნებები მოსალოდნელია მოვიდეს აგრეთვე სანათესაოს მხრიდანაც. თუ რაიმეს შესწავლას ცდილობდით ადრე და დრო არ გყოფნიდათ ეს პერიოდი საუკეთესოა ამისთვის. ნებისმიერი ფრაზა, ნებისმიერი წინადადება იმიტომ მოდის თქვენთან რომ მიგანიშნოთ, რა მიმართულებით უნდა გაიღრმავოთ ცოდნა.
მშვილდოსანი --- ყურადღებით მოეკიდეთ ამ პერიოდში სიზმრებს, ამ გზით მოვა მინიშნებები რომლებიც ფინანსური შემოსავლების გაზრდის საუკეთესო გზებს გაპოვნინებთ. კარგი იქნება აგრეთვე რელიგიური და ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვა ამ გზითაც შეიძლება მოვიდეს მინიშნებები რომლებიც შემოსავლების გაზრდაში დაგეხმარებათ.
თხის რქა --- სამყარო მიგანიშნებთ როგორ გაიუმჯობესოთ გარეგნობა და როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის ყველაზე წარმატებული, როგორ გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალურობა საუკეთესოდ. მეტად სასრგებლო იქნება ფიტნესი, სხეულის ფორმების კორექციისათვის გამიზნული ვარჯიშები და შესაბამისი ლიტერატურის კითხვა. ექსპერიმენტები ჩაცმის სტილის შერჩევის ან ნებისმიერი სიახლეებისთვის რაც გარეგნობას და იმიჯს ეხება.
მერწყული --- მოსალოდნელია აღმოაჩინოთ საკუთარ თავში მაგიური და პარანორმალური თვისებები, ექსტრასენსორული ნიჭი, მნიშვნელოვანი მინიშნებები მოსალოდნელია მიიღოთ პარაფსიქოლოგიის და ექსტრასენსორიკის შესახებ ლიტერატურიდან და ფილმებიდან. კარგი იქნება იოგა ან მედიტაციები, მნიშნებები მოსალოდნელია მოვიდეს შეგრძნებების დონეზე.
თევზები --- მეტი დრო გაატარეთ ინტერნეტში, მნიშვნელოვანი მინიშნებები მოსალოდნელია ინტერნეტით მიიღოთ აგრეთვე მეტად მნიშვნელოვანი მინიშნებები თქვენთან მოვა მეგობრების მხრიდან ეკონტაქტეთ მათ. ამ პერიოდის მინიშნებები დაგეხმარებათ თქვენი მიზნების, სურვილების და გეგმების რეალიზაციაში ან მათი განხორციელების საუკეთესო გზების აღმოჩენაში.